RSS

2014 წელს ღვინის ტურიზმის საერთაშორისო კონფერენციას საქართველო უმასპინძლებს

21 მარ

Rvinis festivali 05მიმდინარე წლის 15-16 მარტს ხორვატიაში, ქ. ზაგრებში გაიმართა ღვინის ტურიზმის საერთაშორისო კონფერენცია, რომელზეც საქართველო წარსდგა, როგორც 2013 წლის კონფერენციის მონაწილის, ასევე 2014 წლის მასპინძელი ქვეყნის სტატუსით.
წელს საერთაშორისო ღვინის კონფერენციას, რომელიც ყოველწლიურად იმართება კომპანია Wine Pleasures ორგანიზებით, 30-მდე ქვეყნის წარმომადგენელი ესწრებოდა, როგორც კერძო, ასევე სახელმწიფო სექტორიდან. მასში ასევე მონაწილეობას იღებდნენ საერთაშორისო ჟურნალისტები, ბლოგერები, ფოტოგრაფები და სხვა.

კონფერენციაზე საქართველო წარსდგა 2014 წლის კონფერენციის მასპინძელი ქვეყნის სტატუსით. აღნიშნულთან დაკავშირებით, გაიმართა სპეციალური პრეზენტაცია, რომელიც ასახავდა საქართველოში ტურიზმის განვითარების ტენდენციებს, პოტენციალს და ღვინის ტურისტულ ინფრასტრუქტურას. საერთაშორისო მონაწილეების მხრიდან აღინიშნა, რომ საქართველო ბოლო წლების განმავლობაში მნიშვნელოვან წინსვლას განიცდის ღვინის ტურიზმის კუთხით.

გაიმართა ქართული ღვინის დეგუსტაცია, რომელმაც დიდი ინტერესი დაიმსახურა. დეგუსტაციაზე წარმოდგენილი იყო შემდეგი ღვინოები: საფერავი, რქაწითელი, ქისი, ქინძმარაული, კრახუნა, ციცკა, ხიხვი. კონფერენციის მონაწილე მედია წარმომადგენლების მიერ დეგუსტაციას წინასწარ საკმაოდ დიდი რეკლამა გაეწია ინტერნეტ სივრცეში, რამაც გამოიწვია მასზე ბევრი ისეთი ადამიანის დასწრება, რომლებიც არ იყვნენ კონფერენციის მონაწილეები და სპეციალურად ამ დღეს ჩამოვიდნენ ხორვატიაში ქართული ღვინის დასაგემოვნებლად.

კონფერენციის მონაწილეებს შორის გამოცდილების გაზიარების მიზნით, პარალელურ რეჟიმში იმართებოდა სხვადასხვა თემატიკის პრეზენტაციები შემდეგი შინაარსის: ღვინის ტურისტული ადგილის განვითარება; ღვინის მარშრუტების შექმნა; ახალი ტურისტული პროდუქტის განვითარება ღვინოსთან კომბინაციაში; ღვინის ტურიზმის პოპულარიზაციის მიზნით მსოფლიოში არსებული ტექნოლოგიები; ღვინის ტურიზმში ადამიანური რესურსის განვითარება და სხვა.

ასევე, უნდა აღინიშნოს, რომ კონფერენციის ფარგლებში ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ გამართა წინასწარ დაგეგმილი შეხვედრები საერთაშორისო ტურ-ოპერატორებთან.
აღნიშნნულ კომპანიებს ადმინისტრაციის მხრიდან მიეწოდა ყველა საჭირო ინფორმაცია, როგორიცაა: ქვეყნის ტურისტული რესურსისა და პოტენციალის შესახებ ინფორმაცია, ტურისტული ინფრასტრუქტურის შესახებ ინფორმაცია, საქართველოში მოქმედი შემომყვანი ტურ-ოპერატორების სია და სხვა. ასევე, განხილულ იქნა ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან მათი სამომავლო თანამშომლობის შესაძლებლობები.

Advertisements
 

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s