RSS

დარგე შენი მომავალი

21 მარ

saguramo 09დღეს, ბრიფინგის ფარგლებში, მინისტრმა საზოგადოებას შეახსენა ტყის საერთაშორისო დღისა და ამ გარემოსდაცვითი თარიღის მნიშვნელობის შესახებ, მოკლედ გააცნო ტყის მართვის სფეროში დაგეგმილი ცვლილებები და სამინისტროს ღონისძიებები ტყის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით.24 მარტიდან გარემოს დაცვის სამინისტრო იწყებს გარემოსდაცვით აქციას “დარგე შენი მომავალი”. აქციის მიზანია ბიომრავალფეროვნების მდგრადი განვითარების ხელშეწყობა, გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლება, ახალგაზრდა თაობებისათვის ხის დარგვის, მოვლისა და მისი აუცილებლობის სწავლება, გარემოსდაცვითი საკითხების პოპულარიზაცია და საზოგადოების პრაქტიკულ ღონისძიებებში ჩართვა.

აქცია „დარგე შენი მომავალი” ორგანიზებულია გარემოს დაცვის სამინისტროს მიერ და ხორციელდება გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) მხარდაჭერით, სანერგე მეურნეობა „საქართველოს ნერგები”-ს მიერ სამინისტროს უსასყიდლოდ გადაეცა ხის სხვადასხვა სახეობის ნერგები. აქციაში მონაწილეობენ სამინისტროები და სხვა სამთავრობო სტრუქტურები, გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციები, საგანმანათლებლო დაწესებულებები და სხვა დაინტერესებული მხარეები.
24 მარტიდან კახეთის რეგიონში გაიმართება გამწვანების აქცია, რომლის ფარგლებშიც ნერგები ათი დღის განმავლობაში დაირგვება კატასტროფისგან დაზარალებული რაიონების, თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის, თელავის მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა სახლის, სკოლებისა და სხვა დაწესებულებების ტერიტორიაზე.

http://moe.gov.ge/index.php?lang_id=GEO&sec_id=40&info_id=2203#

Advertisements
 

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s