RSS

“ყაზბეგი ჰესთან” დაკავშირებით უარყოფითი დასკვნა გაიცა

20 Mar

dariali 007“ყაზბეგი ჰესთან” დაკავშირებით, ეკოლოგიური ექსპერტიზის უარყოფითი დასკვნა გაიცა, – ამის შესახებ “ინტერპრესნიუსს” გარემოს დაცვის სამინისტროს ნებართვების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, თამარ შარაშიძემ განუცხადა. მისივე ინფორმაციით, დასკვნა გარემოს დაცვის მინისტრმა ინდივიდუალური სამართლებრივი აქტით დაამტკიცა და შემდგომი რეაგირებისთვის ყაზბეგის მუნიციპალიტეტს გადაეგზავნა.
ამასთან, როგორც თამარ შარაშიძემ განმარტა, მშენებლობის ნებართვის გაცემა ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნაზეა დამოკიდებული.
“მშენებლობის განმხორციელებლის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაცია სრულყოფილი არ არის და გარემოზე ზემოქმედების შეფასების დებულების მოთხოვნებს არ პასუხობს. იყო ჩანაწერები, რომ მშენებლობის დაწყებამდე მოხდებოდა გარკვეული მიმართულებების შესწავლა, რაც დაუშვებელია, რადგან ჯერ უნდა მოხდეს შესწავლა, დადგინდეს გარემოზე ზემოქმედება და ამის შემდეგ უნდა განისაზღვროს ღონისძიებები, რომელიც ამ ზემოქმედებას მინიმუმამდე შეამცირებს. აქედან გამომდინარე, ეკოლოგიური ექსპერტიზის დადებითი დასკვნის გაცემა შეუძლებელი გახდა”, – განაცხადა თამარ შარაშიძემ.
სამინისტროს წარმომადგენლის განმარტებით, დასკვნაში ასახულია მოთხოვნები, რომელთა შესრულება აუცილებელია, თუმცა სამუშაოების განმხორციელებელი ვადებში შეზღუდული არ არის.
“მან უნდა დაადგინოს რისკფაქტორები გარემოს კომპონენტებზე და შემდეგ თავად უნდა გადაწყვიტოს, უღირს თუ არა იმ ტერიტორიაზე ჰესის აშენება. აუცილებელია, შესწავლის შედეგად შეიქმნას ახალი დოკუმენტი, რომელსაც სამუშაოების განმხორციელებელი წარმოადგენს სამინისტროში, ექსპერტები მას განიხილავენ და შეესაბამის დასკვნას გასცემენ”, – აღნიშნა თამარ შარაშიძემ.
“ყაზბეგი ჰესთან” დაკავშირებულ შენიშვნებზე 18 მარტს ბეჭდური მედიის წარმოამდგენლებთან შეხვედრაზე ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინსიტრმა კახი კალაძემაც ისაუბრა.
მისი ინფორმაციით, გარემოს დაცვის სამინისტროს შენიშვნების გამო “ყაზბეგი ჰესთან” დაკავშირებით სამუშაოები შეჩერებულია.

http://www.ipn.ge

 

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s