დღეს, მიზანშეწონილია, ხორცი ჩვენი რაციონიდან ამოვიღოთ. საერთაშორისო დღე ხორცის გარეშე, ბევრ ქვეყანაში 1985 წლიდან აღინიშნება. ამ დღეს, მაღაზიები და რესტორნები ხორცის გაყიდვაზე უარს აცხადებენ. ბევრ ქვეყანაში, აქტივისტები კი ვეგეტარიანელობას პროპაგანდას უწევენ. ზოგიერთ ქვეყანაში, ფესტივალმა სახელმწიფო მხარდაჭერა მოიპოვა, მაგალითად, შრი-ლანკაში ხელისუფლებამ კატეგორიულად ურჩია სუპერმარკეტების მფლობელებს თავი შეიკავონ ხორცის გაყიდვისგან. რუსეთში, ეს ფესტივალი, პირველად 2012 წელს აღნიშნეს. კერძოდ, პეტერბურგში, მოხალისეები ქუჩაში გამვლელებს ხილს და ბუკლეტებს ურიგებდნენ. სტატისტიკური მონაცემებით, კაცობრიობა ყოველწლიურად 60 მილიარდ ცხოველს კლავს, პირადი მოხმარების მიზნით. ამავე დროს, დაახლოებით, მსოფლიოს მასშტაბით, მილიარდი ადამიანი შიმშილობს და სასმელი წყლის ნაკლებობას განიცდის. სპეციალისტთა აზრით, ამ მდგომარეობას ნაწილობრივ, ვეგეტარიანულ კვებაზე გადასვლა გააუმჯობესებდა.
დღესდღეობით, ერთი კილოგრამი ხორცის წარმოება, 10 კილოგრამზე მეტ მარცვლეულს და 15 ლიტრა წყალს საჭიროებს. ამ მარცვლეულის რაოდენობით, მსოფლიოს ყველა მოშიმშილე დაპურდებოდა. გარდა ამისა, პირუტყვი 18 % სათბურის გაზის ეფექტს გამოყოფს. ეს ყველა ფორმის სატრანსპორტო საშუალებების გამონაბოლქვს უდრის. აღსანიშნავია ისიც, რომ ტყეები ნადგურდება. ცხოველებისთვის საძოვრები საკმარისი არაა და ხშირად ტყეს საფრთხე უქმნიან, ამით კი ბუნებას დიდ ზიანს აყენებენ.
სხვათა შორის, მსოფლიო მასშტაბით, კიდევ ორი მსგავსი დღესასწაული აღინიშნება. 1 ოქტომბერი – მსოფლიო ვეგეტარიანული დღე და 1 ნოემბერი – “ვეგანური საზოგადოების” ჩამოყალიბების წლისთავი.
მოამზადა ბელა არუთინოვმა
Cheminda
21/03/2013 at 15:24
ხორცი არ იწარმოება!!! მის “მისაღებად” კი არა, ხელში ჩასაგდებად ცოცხალი არსებების მკველელობა ხდება. გამოთვალეს სტატისტიკურად “ზარალი” და “დანახარჯები”!