ასტროლოგია – ვარსკვლავების დედამიწაზე და ადამიანებზე ზემოქმედებას შეისწავლის.
ასტროლოგიის საერთაშორისო დღეს, ყოველწლიურად 20-21 მარტს აღნიშნავენ მეცნიერები და ენთუზიასტები. აღსანიშნავია, რომ ეს დღე გაზაფხულის ბუნიობას ემთხვევა. ათზე მეტი წლის წინ, დასავლელმა ასტროლოგებმა, ამ დღესასწაულის 20 მარტს აღნიშნვა გადაწყვიტეს. 20 მარტი – ასტროლოგიური წლის პირველი დღეა, როდესაც მზე ვერძის ფაზაში შედის. საინტერესოა, ის ფაქტი, რომ ჩრდილოეთ ნახევარსფეროში გაზაფხულის ბუნიობას აღნიშნავენ, ხოლო სამხრეთში – შემოდგომის ბუნიობას. ასტროლოგია (ბერძნული Astro – ვარსკვლავი და logos – აზრი), უძველესი დროიდან არსებობს და მჭიდროდ ასტრალურ კულტებთან და მითოლოგიასთან არის კავშირში.
მოგვიანებით, ასტროლოგია რომის იმპერიაშიც გავრცელდა (პირველი ჰოროსკოპები II-I საუკუნეებში. ძვ. ე). უძველესი მეცნიერება, ხან პოპულარობით სარგებლობდა, ხანაც არა. თუმცა, დღეს მისი პოპულარობა დღითიდღე იზრდება.
სტატისტიკური მონაცემებით, უკანასკნელი ორი ათწლეულის განმავლობაში, ასტროლოგია დიდი პოპულარობით სარგებლობს ბიზნესმენებსა და პოლიტიკოსებში. ზოგიერთი მათგანი, ჰოროსკოპის გარეშე ნაბიჯსაც არ დგამს. ფსიქოლოგემა დაასკვნეს, რომ ჰოროსკოპებს სუსტი ხასიათის მქონე ადამიანები მიმართავენ, რადგან არ არიან საკუთარ თავებში დარწმუნებულები.
ასეა თუ ისე, ციური სხეულების მიხედვით, ჩვენ დროს ბევრი ცხოვრობს. ამან, ფსევდო-ასტროლოგების გამოჩენაც განაპირობა. თუმდა, ვარსკვლავები, შემთხვევით ადამიანებს არ იკარებენ.
მოამზადა ბელა არუთინოვმა