RSS

ქაღალდის ავანგარდული შოუ

19 მარ

tye 3საქართველოს სომეხთა ეპარქიის „ჰაიარტუნ” ცენტრის სამხატვრო ჯგუფის (მასწავლებელი თამარ სულხანიშვილი) ინიციატივითა და „ჰაიარტუნ” ცენტრის მხარდაჭერით, 16 მარტს, გალუსტ გიულბენკიანის სახელობის დარბაზში შედგა შოუ „TAMAR and KIDS PAPER FASHION SHOW”. შოუ ჩატარდა პროექტის – „გადავარჩინოთ გარემო” ფარგლებში. ქაღალდი, რომელიც მზადდება ხისგან, შედეგია ხის ჭრისა. ქაღალდის დაზოგვით ჩვენ ვიცავთ გარემოს, ხეებს ვარჩენთ განადგურებას. ნებისმიერი სახის ქაღალდი, მუყაო, გაზეთი, თეთრი და ფერადი ქაღალდი, პერგამენტი შეიძლება გადავაქციოთ ლამაზ ტანსაცმლად ან რაიმე აქსესუარად, – აი ეს იყო მონაწილეთა ხელნაკეთი ტანსაცმლის ჩვენების მიზანი. ღონისძიებას ესწრებოდნენ თბილისის სხვადასხვა სკოლების 4-დან 16 წლამდე ასაკის ბავშვები. სხვადასხვა ეროვნების 40-ზე მეტმა ბავშვმა წარმოადგინა სხვადასხვა სახეობის ქაღალდის, მათი ფანტაზიით და ხელით დამზადებული ტანსაცმელი და აქსესუარი, რომლებიც მათ წარადგინეს მასწავლებლის – თამარ სულხანიშვილის კომენტარებით. შოუში მონაწილეობა მიიღეს ასევე „ჰაიარტუნ” კულტურის ცენტრის საბავშვო ბაღისა და საკვირაო სკოლების მოსწავლეებმა.

შოუსთვის მათი შესრულებული ნამუშევრების ფოტოები ჰქონდათ გამოგზავნილი სომხეთის რესპუბლიკის ნარეკაცის სახელობის სამხატვრო კავშირის შუშის ფილიალის მოწაფეებს, ქალაქ ერევნიდან კი ჩამოსული იყო და მისი მომზადებული ტანსაცმელი წარადგინა 14 წლის აშხენ მურადიანმა. ღონისძიების წამყვანმა, ესთეტიკის მასწავლებელმა თამარ სულხანიშვილმაც წარმოადგინა ქაღალდით დამზადებული სხვადასხვა ტანსაცმელი.

მხიარული და გასართობი შოუს დასასრულს დამსწრეები აკურთხა საქართველოში სომეხთა ეპარქიის წინამძღვარმა ეპისკოპოსმა ვაზგენ მირზახანიანმა, მან მაღალი შეფასება მისცა გემოვნებით ორგანიზებულ ამ ბუნებისდაცვით ღონისძიებას, მადლობა გადაუხადა თამარ სულხანიშვილს, ღონისძიებაში სხვადასხვა ქვეყნის მოწაფეთა ჩართვისა და ამგვარი აღმზრდელობითი ღონისძიებების ჩატარებისათვის, შოუს კი უწოდა მშვენიერი დღესასწაული. ავანგარდული ქაღალდის შოუს დასასრულს ყველა მონაწილეს დაურიგდა მონაწილეობის მოწმობა და საჩუქარი.

Advertisements
 

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s