RSS

ძლიერმა ქარმა სახლების სახურავები და 110 კვატიანი ხაზები დააზიანა

18 მარ

bakuriani 008ძლიერმა ქარმა წუხელ თბილისში, 20-მდე სახლის სახურავი დააზიანა. თბილისის სამაშველო სამსახურში განუცხადეს, წუხელ ქარის გამო, მოსახლეობის მხრიდან 20-მდე გამოძახება დაფიქსირდა.

მათი ინფორმაციით, მოსახლეობას სერიოზული ზიანი ჯერჯერობით არ მიუღია. გამოძახებები კი ძირითადად, გლდანი-ნაძალადევისა და საბურთალოს მოსახლეობისდან შევიდა და სახურავების დაზიანებას შეეხებოდა.სამაშველო სამსახურში ქართან დაკავშირებული გამოძახებების ინტენსიობა შემცირდა, თუმცა ზარები ამ დრომდე ფიქსირდება.

ამასთან, შსს-ს სსიპ „112″-ის დეპარტამენტი მუშაობის საგანგებო რეჟიმზე გადავიდა. გამომდინარე იქიდან, რომ საქართველოში სინოპტიკოსები 18 მარტიდან ამინდის მკვეთრ გაუარესებას და ძლიერ ქარებს პროგნოზირებენ, რომელიც შესაძლოა მომდევნო 3 დღე გაგრძელდეს, მთელი ამ პერიოდის განმავლობაში “112” განსაკუთრებულ რეჟიმში იმუშავებს.

ძლიერი ქარის გამო, დღეს დილის, 7 საათზე დაზიანდა სს „თელასის” კუთვნილი 110 კილოვოლტიანი გადამცემი ხაზები, რომლებიც ელექტროენერგიას აწვდიან ქვესადგურებს „დიღომი-1″ და „დიღომი-2″.

დაზიანების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდა დიდი დიღმის და დიღმის მასივის ნაწილს. სულ გათიშულია 23 800 აბონენტი – მოსახლეობა და სასიცოცხლო მნიშვნელობის ობიექტები, მათ შორის დიღომში მდებარე საავადმყოფოები, ტელეკომპანია „იმედი”, საქალაქო და სააპელაციო სასამართლოები, თბილისის პოლიციის მთავარი სამმართველო, საპატრულო პოლიცია, ამერიკის საელჩო.

„ამჟამად, „თელასის” საავარიო სამსახური ატარებს გადამცემი ხაზების აღდგენით სამუშაოებს. ეს პროცესი სავარაუდოდ დღის მეორე ნახევარში დასრულდება, რის შემდეგაც აბონენტებს ელექტრომომარაგება სრულად აღუდგება,” – განაცხადა სს „თელასის” საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსმა ვალერი ფანცულაიამ.

http://www.ghn.ge

 

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s