RSS

ჩეხეთში საერთაშორისო გამოფენაზე საქართველოს მღვიმეები წარადგინეს

18 მარ

saTaflia 0052013 წლის 17- 20 იანვარს  ჩეხეთში  ქ. ბრნოში გამართულ საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე  “International Travel Trade Fair 2013”    და 7-10   თებერვალს  ჩეხეთში ქ. პრაღაში გამართულ  გამოფენზე    “Holiday World – 2013”  ჩეხეთის რესპუბლიკამ,  საქართველოს იმერეთის მღვიმეები წარადგინა.დამთვალიერებლებს საშუალება ქონდათ საგამოფენო სტენდზე გაცნობოდნენ სათაფლიის და პრომეთეს მღვიმეების შესახებ ინფორმაციას, მათ უნიკალურობას და არსებულ სერვისებს. გამოფენებში იმერეთის მღვიმეების მონაწილეობა მიზნად ისახავდა  ეკოტურისტული პოტენციალის გაზრდას საერთაშორისო ბაზარზე და მღვიმეების პოპულარიზაციას.


“Holiday World – 2013”    გამოფენაზე 46 ქვეყანა წარსდგა, ხოლო  “International Travel Trade Fair 2013”   21 ქვეყანა, მათ შორის საქართველოდან იმერეთის დაცული ტერიტორიები.

“Holiday World – 2013”  და  “International Travel Trade Fair 2013” მნიშვნელოვანი გამოფენებია ევროპაში, სადაც მონაწილე ქვეყნები წარადგენენ ახალ  ტურისტულ ადგილებს  ვიზიტორთა მისაზიდად. დაცული ტერიტორიებისთვის პრიორიტეტულია  იმერეთის მღვიმეების  პოპულარიზაცია, სამომავლოდ ეკოტურისტული პოტენციალის საერთაშორისო ბაზარზე გაცნობისთვის.

 

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s