RSS

აჭარის სანაპიროებს 4 ბალიანი შტორმი უტევს

18 Mar

chaqvi 006შავ ზღვაში შტორმებისა და ქარბორბალების საფრთხის გამო, აჭარის საგანგებო და გადაუდებელი სიტუაციების მართვის სააგენტო მუშაობის ყაზარმულ რეჟიმზეა გადასული.
“სააგენტოში შემოსული ამინდის პროგნოზის მიხედვით, დღეიდან გაუარესდება ამინდი მთელი საქართველოს მასშტაბით, განსაკუთრებით – აჭარაში. მოსალოდნელია ზღვაში შტორმები, შეიძლება – ქარბორბალებიც. ასევე, თოვლი, ქარი და წვიმები. ამასთან დაკავშირებით, ჩვენი სააგენტო გადასულია მუშაობის ყაზარმულ რეჟიმზე. მუშაობის საგანგებო რეჟიმი ალბთ სამ დღეს გაგრძელდება”, – აღნიშნა აჭარის საგანგებო და გადაუდებელი სიტუაციების მართვის სააგენტოს უფრომა მამუკა თურმანიძემ.
ამასთან, ამინდის ცვლილების გამო, ბათუმის იახტკლუბიც საგანგებო რეჟიმში მუშაობს. 

აჭარის სანაპიროებზე ზღვის შტორმის 4-ბალიანი სიმძლავრე დაფიქსირდა, ხოლო წამში – 20 მეტრი ქარი. უსაფრთხოების გამო, ყველა სახის საზღვაო ტრანსპორტი ბათუმის იახტკლუბშია თავმოყრილი.

თურმანიძის განმარტებით, 4-ბალიანი შტორმი ზღვის ძლიერ ღელვას ნიშნავს, თუმცა რაიმე სახის ზარალი ამ დრომდე არ დაფიქსირებულა.
“ჩვენ ვაკონტროლებთ ბათუმის იახტკლუბს, რომელიც სააგენტოს კუთვნილებაშია. როდესაც საგანგაშო მდგომარეობაა ზღვაში, ჩვენ ვუთმობთ ადგილს ნებისმიერ გემს, რათა იყვნენ უსაფრთხოდ. გუშინ შემოვიდნენ სანაპირო დაცვის კატარღები, თავდაცვის კატარღები. წუხელ, ყველაზე დიდი ღელვა დაფიქსირდა გონიოს სანაპიროებზე”, – აღნიშნა მამუკა თურმანიძემ.
შეგახსენებთ, რომ აჭარაში, ისვე როგორც საქართველოს დანარჩენ ტერიტორიაზე, ამინდი გუშინ გაუარესდა. მთელი ღამის განმავლობაში ძლიერი ქარი და წვიმა იყო.

 

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s