ძლიერი ხანძარი იყო ჩაქვში. წერეთლის ქუჩაზე ცეცხლი ათეულობით ჰექტარ ფართობზე ნაძვის ხეებს მოედო, რის შემდეგაც ცეცხლის ალი მოსახლეობაში გავრცელდა. ცეცხლი საცხოვრებელ სახლებზე ელექტროსადენებიდან გადავიდა. თუმცა თვითმხილველები ამბობენ, რომ ცეცხლი მოპირდაპირე მთიდან გადმოვიდა, სადაც წყალსაცავი იწვოდა. ძლიერი ქარის გამო, ხანძარი სასაფლაოს ტერიტორიასაც გადაედო.ადგილზე მობილიზებული იყო სახანძრო-სამაშველო სამსახურის რამდენიმე ბრიგადა და საპატრულო პოლიცია. ცეცხლის ლოკალიზებაში მათ ადგილობრივებიც ეხმარებოდნენ. ხანძრის ჩაქრობას ქარი ართულებდა. ცეცხლის გამომწვევი ზუსტი მიზეზი ამ დრომდე უცნობია.
ამალია ამბარცუმიანი ბათუმიდან