RSS

წუხელ დასავლეთ საქართველოში მთელი ღამე სტიქიას ებრძოდნენ

16 მარ

IMG_0898უამინდობის გამო, წუხელ, თითქმის მთელი ღამის განმავლობაში, ებრძოდნენ ცეცხლს ქობულეთში, ხელვაჩაურსა და გონიოში. ცეცხლი გვიან ღამით სოფელ ჭარნალში ელექტროსადენებს გაუჩნდა, საიდანაც სამეურნეო ფართობზე გავრცელდა, შემდეგ კი ტყეს მოედო. ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ოჩხამურში, ე.წ. ”კირპიჩის” ტერიტორიაზე, მასშტაბური ხანძარი საათნახევრის განმავლობაში 10 ჰექტარ ფართობს მოედო.ადგილზე ქობულეთის სახანძრო სამაშველო სამსახურის ორი ბრიგადა მუშაობდა. ჩაქვში წერეთლის ქუჩაზე ცეცხლი ათეულობით ჰექტარ ფართობზე ნაძვის ხეებს მოედო, რის შემდეგაც ცეცხლის ალი მოსახლეობაში გავრცელდა. ცეცხლი საცხოვრებელ სახლებზე ელექტროსადენებიდან გადავიდა. ძლიერი ქარის გამო, ხანძარი სასაფლაოს ტერიტორიასაც გადაედო. სახანძრო სამსახურის უფროსის განცხადებით, ხანძარი არასწორად გაყვანილმა ელექტროსადენებმა გამოიწვია. დაიწვა 7 ელექტრობოძი, რის გამოც დენის მიწოდება შეუწყდა სოფელ ჭარნალს. აბაშიძეების 6-წევრიანი ოჯახის სახლს ძლიერი ქარის გამო სახურავი ჩამოენგრა.

ამალია ამბარცუმიანი

Advertisements
 

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s