RSS

ნარჩენების მართვის შესახებ კანონპროექტის პრეზენტაცია

15 მარ

nagaviiiiiiiგუშინ, საქართველოს გარემოს დაცვის სამინისტროს ორგანიზებით ჩატარდა ნარჩენების მართვის შესახებ კანონპროექტის პრეზენტაცია, რომელიც შემუშავდა ევროკავშირის მიერ დაფინანსებული Twinning-ისპროექტის „გარემოს დაცვის სამინისტროს შესაძლებლობათა გაძლიერება ნარჩენების მართვის სისტემის შემუშავებისა და გაუმჯობესების მიზნით საქართველოში” ფარგლებში. კანონპროექტი ნარჩენების მართვის შესახებ ითვალისწინებს ნარჩენების მართვის თანამედროვე მიდგომებისა და ევროპული სტანდარტების დანერგვას საქართველოში. უკვე 20 წელია, საქართველოს მთავრობა ისწრაფვის, შეიმუშავოს და დანერგოს კანონი ნარჩენების მართვის შესახებ, შესაბამისად, კანონპროექტს უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება. გარდა ამისა, კანონპროექტი მნიშვნელოვანია საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შეთანხმების თაობაზე მოლაპარაკებების თვალსაზრისითაც, რადგანაც მის ერთ-ერთ მთავარ მიზანს გარემოს დაცვა წამოადგენს.
შეხვედრა გახსნა საქართველოს გარემოს დაცვის მინისტრმა ხათუნა გოგალაძემ. ღონისძიებაში მონაწილეობდნენ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი დავით ნარმანია, საქართველოს სახელმწიფო მინისტრი ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში ალექსი პეტრიაშვილი, საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი ცაგარეიშვილი და საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელიფილიპ დიმიტროვი; შეხვედრას აგრეთვე ესწრებოდნენ არასამთავრობო სექტორისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები.
შეხვედრა მიზნად ისახავდა კანონპროექტის მთავარი მოთხოვნებისა და გამოწვევების განხილვას. მონაწილეები აგრეთვე გაეცნენ ევროპაში უკვე დამკვიდრებულ პრინციპს – „მწარმოებლის გაფართოებული პასუხისმგებლობა”, რომელიც მიზნად ისახავს მწარმოებელთა მიერ ფინანსური და ორგანიზაციული წვლილის შეტანას მათი პროდუქციის ნარჩენების გადამუშავებაში.

სამომავლოდ დაგეგმილია მუნიციპალური ნარჩენების მართვასთან დაკავშირებული უფლებების, ვალდებულებებისა და პროცედურების, ნებართვებისა და ნაგავსაყრელების ოპერირების, ნარჩენების შეგროვების, ტრანსპორტირების, გადამუშავებისა და განთავსების, აგრეთვე ნარჩენებთან დაკავშირებული სხვა დებულებების განხილვა.

http://moe.gov.ge/index.php?lang_id=GEO&sec_id=40&info_id=2198

 

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s