RSS

‎ჩემი მეგობარი ტყე

14 მარ

axmeta 002პროექტი “ჩემი მეგობარი ტყე”, ტარდება ახმეტის დღის ცენტრის ბავშვებისთვის, ტყის საერთაშორისო დღის კვირეულის ფარგლებში. გამარჯვებული თხზულების ავტორი დაჯილდოვდება დიპლომითა და საჩუქრებით. დაჯილდოვების დღეს, ახმეტის დღის ცენტრის კონკურსში მონაწილეებს საშუალება მიეცემათ მიიღონ მონაწილეობა გამწვანების აქციაშიც.პროექტის ორგანიზატორები არიან საქართველოს გარემოს დაცვის სამინისტროსთან ერთად, არაკომერციული ორგანიზაციები “სამოქალაქო განვითარებისთვის სოციალური აქტივობა” და “საქართველოს განახლებადი ენერგიების ასოციაცია ;“ ვებ-პორტალი www.ekofact.com -ს საინიციატივო ჯგუფი და ტურისტული სააგენტო www.onlygeorgia.com აქციას შეუერთდა კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტის სტუდენტებიც და დღეს, ახმეტის დღის ცენტრის ბავშვებს ესტუმრნენ.

მომავალმა ჟურნალისტებმა ის 29 მოზარდი მოინახულეს, რომელიც “ჩემი მეგობარი ტყის” აქციაში ჩაერთვნენ.

ახმეტის დღის ცენტრში სტუმრობისას დაიბადა ახალი იდეები და სამომავლო გეგმებიც. კონკურსი და გამწვანების აქცია კი შეიძლება საქველმოქედო საღამოშიც კი გადაიზარდოს.

ბავშვები, რომელიც ახმეტის მესამე საჯარო სკოლაში სწავლობენ, საკმაოდ ორგანიზებულად და ინიციატივით შეხვდნენ ამ წამოწყებას, საინიციატივო ჯგუფს უკვე დაწერილი თხზულებებიც გადასცეს და ახლა გამარჯვებულის გამოვლენას ელიან. გამარჯვებული კი გამოვლინდება 29 მარტს, ახმეტის დღის ცენტრის ეზოში, სადაც მოზარდები თავად დარგავენ კვიპაროსისა და კაკლის ხის ნერგებს. საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელთა განცხადებით, ამ ხეებს ბავშვები თავიანთ სახელზე დარგავენ და მომავალში თავად მოუვლიან ნერგებს.

“ჩვენი მიზანია ბავშვებს შევაყვაროთ ბუნება. ვფიქრობთ, ეს აქცია, საინტერესო მესიჯი იქნება საზოგადოებისთვის – გაუფრთხილდნენ ტყეს.” – აცხადებენ საინიციატივო ჯგუფში.

 

დატოვე კომენტარი