რამდენიმე წუთის წინ, თბილისის ზოოპარკში, თეთრმა ვეფხვმა კამერონმა ბოკვერი გააჩინა. ამის შესახებ ინფორმაცია ზოოპარკის ოფიციალურ facebook გვერდზე გამოქვეყნდა. მშობიარობის პროცესი ჯერ კიდევ გრძელდება და ვიმედოვნებთ, რომ ნამატი მეტი იქნება.
“იმედს ვიტოვებთ, რომ მშობიარობის პროცესი კარგად ჩაივლის და ბოკვერებიც ჯანმრთელები იქნებიან და ასევე, რომ მშობლები პატარების აღზრდის ამ საპასუხისმგებლო ამოცანას თავს წარმატებით გაართმევენ”, – განაცხადეს ზოოპარკის ადმინისტრაციაში.
კამერონის სიმშვიდის შესანარჩუნებლად ამჟამად ტერიტორიაზე დამთვალიერებლები არ არიან.
კამერონს სიმშვიდე სჭირდება. ვერიდებით მის შეწუხებას, რადგან მან ჯერ მხოლოდ ერთი ბოკვერი გააჩინა, განაცხადეს ეკოფაქტს ზოოპარკის ადმინისტრაციაში. ასე, რომ ვაფხვის მშობიარობის პროცესს ჟურნალისტები ვერ გადაიღებენ. თუმცა, დამატებითი ინფორმაცია განთავსდება თბილისის ზოოპარკის ოფიციალურ facebook გვერდზე.