ხვალ, 13 მარტს 15:00 საათზე, გარემოს დაცვის სამინისტროში ჩატარდება საჯარო დისკუსია ხდის ხეობაში შპს „ყაზბეგი ჰესის” 6 მგვტ სიმძლავრის ყაზბეგის ჰიდროელექტროსადგურის შესაძლო მშენებლობასთან დაკავშირებით.შეხვედრაში მონაწილეობას მიიღებენ გარემოს დაცვის მინისტრი ხათუნა გოგალაძე და სამინისტროს ეკოლოგიური ექსპერტიზისა და ინსპექტირების დეპარტამენტის წარმომადგენლები, აგრეთვე ის არასამთავრობო ორგანიზაციები და დამოუკიდებელი ექსპერტები, რომლებმაც წარმოადგინეს შენიშვნები და მოსაზრებები ხდის ხეობაში ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობის თაობაზე. აღნიშნული მოსაზრებები განთავსებულია გარემოს დაცვის სამინისტროს ვებ-გვერდზე: http://moe.gov.ge/index.php?lang_id=GEO&sec_id=40&info_id=2186
შეხვედრას აგრეთვე დაესწრებიან ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის მოადგილე ილია ელოშვილი და სხვა წარმომადგენლები.