RSS

ბაგრატის ტაძარი – რეკონსტრუქციამდე და დღეს

12 მარ

bagrati2ოლიკო ცისკარიშვილი

ქუთაისში, საუკუნეების განმავლობაში, ერთგვარ სავიზიტო ბარათს  ბაგრატის ტაძარიწარმოადგენდა. თუმცა უმეტესობის აზრით, რეაბილიტაციის შემდეგ, ბაგრატის ტაძარმა სრულიად  დაკარგა ის ინდივიდუალურობა და სილამაზე, რაც მას სხვა ტაძრებისგან გამოარჩევდა.  “რეკონსტრუქციამდე უფრო დიადი იყო, მაშინ უფრო ვგრძნობდი მის სიდიადეს” – გვითხრა ერთ-ერთმა ტურისტმა, თუმცა ადგილობრივი მღვდელმსახურები მას არ დაეთანხმნენ და აგვიხსნეს, რომ ტაძრის შეგნით არსებული რკინის კონსტრუქციები ზუსტი ასლი ყოფილა ძველი ბაგრატის კონსტრუქციისა –  სწორედ, იქ იდგნენ მგალობლები და საგალობლებს მღეროდნენ, – დასძინა მან.bagrati 003თუმცა, ქუთაისი, ტურისტებისთვის, პირველ რიგში, სწორედ მე-11 საუკუნის ძეგლის – ბაგრატის ტაძრის ნანგრევებით იყო მიმზიდველი.

ბაგრატის ტაძარს თავისი ხუროთმოძღვრული და მხატვრული ღირსებით განსაკუთრებული ადგილი უჭირავს ქართული არქიტექტურის ისტორიაში, როგორც განვითარებული შუა საუკუნეების დროინდელი სტილის საბოლოოდ დამამკვიდრებელ ნაწარმოებს. ისტორიულად კი იგი გაერთიანებული საქართველოს სიმბოლოა.

ტაძარი ღვთისმშობლის მიძინების სახელობისა იყო.
XVII საუკუნის დასასრულამდე ძეგლი უვნებლად იდგა. ბაგრატის ტაძრის შესახებ მნიშვნელოვან ცნობებს გვაწვდის 1650-52 წლებში იმერეთში ჩამოსული რუსი ელჩების ტოლჩანოვისა და იევლევის ჩანაწერები. მათ მიერ მოხსენიებულია ტაძრის ახლომდებარე ნაგებობები, სამრეკლო კოშკი, რომელიც თითქმის დაუზიანებლად დღემდეა შემორჩენილი და სასახლეები. მათივე ცნობით, ტაძარი დამშვენებული ყოფილა ოქრო-ვერცხლის, იაგუნდისა და სხვა ძვირფასი სამკაულებით მოჭედილი მრავალი უძვირფასესი ხატით. რუსი ელჩები საგანგებოდ აღნიშნავენ, რომ დღესასწაულების დროს მეფე-დედოფალი ამალითურთ დასავლეთის პატრონიკეზე, ე.ი. მეორე სართულზე იმყოფებოდნენ და წირვას ისმენდნენ. ისინი ეკლესიაში მყოფებს ხედავდნენ, ამ უკანასკნელთათვის კი დაფარულნი იყვნენ.
ვახუშტი ბაგრატიონის ცნობით, 1692 წელს ახალციხიდან შემოსულმა ოსმალებმა ხელში ჩაიგდეს ქუთაისის ციხე და გააფთრებული ბრძოლის დროს მასთან ერთად ააფეთქეს ბაგრატის ტაძარი. მათვე მიიტაცეს მისი სიმდიდრეც. 1740 წლიდან ოსმალებმა, რაც ტაძრისგან გადარჩა, იარაღის საწყობად აქციეს.

1770  წელს იმერეთის მეფე სოლომონ პირველმა, რუსული სამხედრო კორპუსის დახმარებით, იმერეთის ციხეები (მათ შორის ქუთაისის ციხე) თურქული გარნიზონებისგან გაათავისუფლა. სწორედ ამ დროს უნდა იყოს ჩამონგრეული ბაგრატის ტაძრის ზედა ნაწილები, რადგან იოანე ხუცესის (კათოლიკე მოღვაწე იოანე ხოჯაშვილი) თანახმად: “ქუთათისის ციხეს რუსებმა ზარბაზნების სროლა დაუწყეს მწვანე ყვავილათგან… რუსები ზარბაზანს და ყუმბარას ესროდნენ ციხეს დღეში ასზე მეტსა…”

1833 წელს ჩამოინგრა ბაგრატის დასავლეთის კარიბჭე, ხოლო მე-19 საუკუნის მეორე ნახევრიდან დაიწყეს ტაძრის ქვების გამოყენება სკოლის და საცხოვრებელი სახლების მშენებლობისთვის.

ბაგრატის ტაძრის პირველი სარეაბილიტაციო სამუშაოები 1952 წელს დაიწყო, რომელსაც ხელმძღვანელობდა არქიტექტორი და რესტავრატორი ვახტანგ ცინცაძე.

1995 წლის 25 აგვისტოს ქუთათელ-გაენათელმა მიტროპოლიტმა კალისტრატემ აკურთხა ბაგრატი ქუთაისის სიონის ტაძრად, სადაც დაიწყო წირვა-ლოცვის აღსრულება.

ამჟამად კი, რესტავრირებულ ბაგრატის ტაძარს თავზე ადგას 300 კილოგრამის, 2 მეტრისა და 14 სმ-ის ბრინჯაოს ჯვარი არქიტექტორ-რესტავრატორ ვანო გრემელაშვილის შექმნილი. როგორც ამბობენ, ჯვარი ქუთაისის ყველა ცენტრალური წერტილიდან ჩანს.

ხელოვნებათმცოდნეების აზრით, ტაძრის ავთენტურობა შელახულია – ხარაჩოებში ჩასმული კედლები, გაბურღული ქვის სვეტები და, მათ ნაცვლად, რკინის არმატურა. მე-10 -მე-11 საუკუნეებში აგებული ბაგრატის ტაძარი იუნესკომ მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა ნუსხაში 1994 წელს შეიყვანა. იუნესკოს წინასწარი დასკვნით, ბაგრატის ტაძარი იმ კრიტერიუმებს აღარ შეესაბამება, რომლის გამოც ის მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში იყო შეტანილი.

ხელოვნებათმცოდნეებსა და რესტავრატორებს ლიფტი ბაგრატის ტაძრის მთავარ პრობლემად არ მიაჩნიათ. მთავარი პრობლემა, მათი აზრით, ბაგრატის ტაძრის ავთენტურობის დარღვევაა. ლიფტის კონსტრუქციას, როგორც ძირითად პრობლემას იუნესკოს წინასწარ დასკვნაშიც არ ეთმობოდა დიდი ადგილი. იუნესკო ქვათა ორიგინალური თანწყობის დარღვევაზე, რკინა-ბეტონის კონსტრუქციებსა და ტაძრისთვის გუმბათის დადგმაზე ამახვილებდა ყურადღებას და ყოველივე ამის გამო, ბაგრატის ტაძრის ავთენტურობის დარღვევას შეუქცევად პროცესად აფასებდა. სპეციალისტთა ნაწილი კი ფიქრობს, რომ ტაძრის გამაგრება და მასზე გუმბათის დადგმა ამგვარი კონსტრუქციების გარეშე შეუძლებელი იყო.

bagrati 0021bagrati 018bagrati 017bagrati 016bagrati 015bagrati 013bagrati 011bagrati 009bagrati 006bagrati 004bagrati23bagrati22bagrati21bagrati20bagrati19bagrati18bagrati17bagrati16bagrati15bagrati3

 

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s