უზარმაზარმა ტალღამ მექსიკის სანაპირო ზოლში კურორტ ლოს-კაბოსზე ერთი ადამიანი სიცოცხლე იმსხვერპლა. წინასწარი ინფორმაციით, ტურისტები ზღვისპირას სეირნობდნენ, როდესაც მამაკაცი ტალღამ წაიღო.მისი წყლიდან ამოყვანა შეძლეს თუმცა მისი ჯანმთელობის მდგომარეობა არასტაბილურია. თუმცა 65 წლის ქალბატონი ვერ გადაარჩინეს. ტურისტებს თან აშშ-ს მართვის მოწმობა ჰქონდათ, თუმცა ჯერ არ დამტკიცდა იყვნენ თუ არა ისინი მეზობელი ქვეყნის მაცხოვრებლები.
მოამზადა ამალია ამბარცუმიანმა