RSS

საქართველოს დელეგაციის შეხვედრა გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) ხელმძღვანელობასთან

05 მარ

hawvali 008 - Copyსაქართველოს გარემოს დაცვის მინისტრი ხათუნა გოგალაძე ოფიციალური ვიზიტით იმყოფება გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში. ვიზიტი გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) ორგანიზებით ხორციელდება. დელეგაციის შემადგენლობაში არიან როგორც გარემოს დაცვის სხვადასხვა დარგის სპეციალისტები, ასევე პარლამენტის წევრები. ვიზიტის ფარგლებში გაიმართა საქართველოს დელეგაციის შეხვედრა  გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) ხელმძღვანელობასთან . ფრანკფურტში.

ევროპისა და შუა აზიის რეგიონების გენერალურმა დირექტორმა მერი შაფერმა მისასალმებელ სიტყვაში აღნიშნა, რომ მოხარულია ამ შეხვედრის, რადგან ეს პირველი შემთხვევაა, რომ საქართველოს გარემოს დაცვის მინისტრი ეწვია GIZ-ის სათავო ოფისს; აგრეთვე  აღნიშნა, რომ საქართველოს დელეგაციის შემადგენლობა ისეა შერჩეული, რომ დაგეგმილი შეხვედრები გაიმართება არა მხოლოდ ურთიერთობების დასამყარებლად, არამედ პირდაპირ მნიშვნელოვან დარგობრივ პრობლემებზე სასაუბროდ, რაც ძალიან მისასალმებელია. მან გამოთქვა იმედი, რომ ბევრ სექტორში, მათ შორის ტყის მართვაში, გატარდება ძირეული რეფორმები და დაინერგება ტყის მართვის მდგრადი პრაქტიკა, რისი პოლიტიკური ნებაც არ შეინიშნებოდა საქართველოს მხრიდან წინა წლების განმავლობაში.

მინისტრის გარემოსდაცვით სექტორში გამოცდილებიდან გამომდინარე, შაფერმა ხაზი გაუსვა ორჰუსის კონვენციის, როგორც ადამიანის გარემოსდაცვითი უფლებების დამცველი კონვენციის ვალდებულებების შესრულების მნიშვნელობას.

ხათუნა გოგალაძემ GIZ-ს გააცნო ქვეყანაში გარემოსდაცვით სფეროში მიმდინარე და დაგეგმილი პროცესები და მადლობა გადაუხადა საქართველოს უნიკალური ბიომრავალფეროვნების დაცვისა და კონსერვაციისკენ მიმართული ღონისძიებების განხორციელებაში მათი მხარდაჭერისთვის. მინისტრმა ხაზი გაუსვა სატყეო სექტორის რეფორმის აუცილებლობას და ამ საკითხში გერმანიის გამოცდილების გაზიარების მნიშვნელობას. გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ გიორგი ცაგარეიშვილმა ისაუბრა გარემოს დაცვის სამინისტროს საკანონმდებლო ინიციატივებისა და მათი მნიშვნელობის შესახებ.

 

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s