RSS

8 მარტამდე ყინვებია მოსალოდნელი

04 მარ

gudauri 002საქართველოს მასშტაბით რვა მარტამდე არამდგრადი ამინდი შენარჩუნდება.
თოვლ-ჭყაპი დღეს შენარჩუნდება, უკვე ხვალიდან თბილისში შედარებით უნალექო ამინდია მოსალოდნელი. თუმცა სინოპტიკოსები ელოდებიან ნალექს მცირე თოვლის სახით. რაც შეეხება დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოს – ხვალისთვის, მოსალოდნელია ნალექი უმეტესად თოვლის სახით. უკვე დღეს საღამოს გაძლიერდება ქარი 20-25 მ/წმ.სინოპტიკოსების ვარაუდით,  6-8 მარტამდე ყინვა შენარჩუნდება.

დასავლეთ საქართველოში ყინვა -3, -4 გრადუსამდე შენარჩუნდება, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოში -5, -7 გრადუსამდე. რაც შეეხება თბილისს ყინვა -2, -4 გრადუსამდე მიაღწევს. რვა მარტიდან ტემპერატურა მთელი საქართველოს მასშტაბით მოიმატებს.

 

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s