ტუვის მთებში, შესაძლოა ზვავი მეორედაც ჩამოწვეს. აქ უკვე ორი დღეა, უშედეგოდ ეძებენ შვიდ მოზარდს. ახალგაზრდებმა აკ-ბაშტიკის მთაზე თხილამურებით სრიალი გადაწყვიტეს.
ერთ-ერთი ვერსიის თანახმად, ზუსტად ეს არის მიზეზი, რასაც შესაძლოა თოვლის მასების მოძრაობა გამოეწვია. ერთადერთი გადარჩენილი ევროპის ჩემპიონი კინგბოქსში ენტონი სალჩაკია. მთაზე ასვლისას 17 წლის ენტონი თოვლის დასაფერთხად გაჩერდა, რამდენიმე წუთში კი დაინახა, როგორ გადაუარა მის მეგობრებს თოვლის მასამ. ენტონი მაშველებთან ერთად, კატასტროფის ადგილას იმყოფება. ადგილზე 100-მდე მაშველი და ათობით მანქანა იმყოფება. ყოველ დღე 5 გუნდი გადის ახალგაზრდების მოსაძებნად. ადგილი 4 სექციად დაიყო. რთული კლიმატური პირობების გამო, ახალი ზვავის ჩამოწოლის საფრთხეცაა. ზვავის მოცულობა, რომელმაც ბავშვები მოიყოლა, ექსპერტების აზრით, 14 000 კუბური მეტრია. ადგილის ფართობი კი 4000 კვ.კმ-ია. ჯერ-ჯერობით, მხოლოდ 500-ია შესწავლული. სამაშველო სამუშაოები გრძელდება.
მოამზადა ამალია ამბარცუმიანმა