RSS

მექსიკაში ყინვების და ხანძრის გამო, თითქმის 30 ადამიანი გარდაიცვალა

04 მარ

yinulis loloebiჩრდილოეთ მექსიკაში, ყინვებს 28 ადამიანი ემსხვერპლა. ამის შესახებ, კვირას, ჩიუაუას მთავრობამ განაცხადა. ადგილობრივი პროკურატურის განცხადებით, ადამიანების გარდაცვალების მიზეზი გასათბობი მოწყობილობების არასწორი დამონტაჟებაა, რის შედეგადაც ხანძარი ჩნდება. ხანძრის შედეგად, თითქმის 300 ადამიანი დაზარალდა. მეტეოროლოგები ვარაუდობენ, რომ უახლოს მომავალში ჩიუაუაში კვლავ სიცივეა მოსალოდნელი, რაც ახალ საფრთხეს შექმნის. ამასთან დაკავშირებით, ხელისუფლებამ უკვე თხოვნით მიმართა ადგილობრივ მოსახლეობას, რათა მათ დაიცვან უსაფრთხოების წესები და ხანძარსაწინააღმდეგო მოწობილობები სახლებშიში იქონიონ. დაღუპულთა რაოდენობა ჩიუაუაში, უკვე აღემატება 2012 წელს მომხდარ ანოლოგიურ ტრაგედიას. მაშინ დაღუპულთა რაოდენობა 22 ადამიანს, ხოლო დაზარალებულთა რაოდენობა 200 ადამიანს შეადგენდა.

ბელა არუთინოვი

 

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s