3-8 მარტს, გარემოს დაცვის მინისტრი ხათუნა გოგალაძე, პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე გია ცაგარეიშვილი , აგრარული კომიტეტის, ბუნებრივი რესურსების სააგენტოს ტყისა და ველური ბუნების მართვის დეპარტამენტის წარმომადგენლები ოფიციალური ვიზიტით გერმანიის ქალაქ ბერლინს ეწვევიან.გარემოს დაცვის სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში საქართველოს დელეგაციას დაგეგმილი აქვს მაღალი დონის ოფიციალური შეხვედრები გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის გარემოს დაცვის, ბუნების კონსერვაციისა და ბირთვული უსაფრთხოების ფედერალურ სამინისტროში (BMU), ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერაციულ (BMZ) და ჰესენის ბუნების დაცვის, ენერგეტიკის, სოფლის მეურნეობისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის (HMUELV) სამინისტროებში; აგრეთვე გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოებისა (GIZ) და გერმანიის განვითარების ბანკის (KFW) სათავო ოფისებში.
ვიზიტის მიზანია, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის გარემოსდაცვითი სფეროს გაცნობა და მათი გამოცდილების გაზიარება, აგრეთვე, ფინანსური და ტექნიკური თანამშრომლობა ისეთ დარგებში, როგორიცაა ბიომრავალფეროვნება, სატყეო სექტორი (ტყის კონსერვაცია და მართვა, ტყის მოვლის განსაკუთრებული ღონისძიებები ურბანულ რეგიონებში, ღონისძიებები ტყის ბიოლოგიური წონასწორობის შენარჩუნებისთვის), წყლის, ნარჩენების და დაცული ტერიტორიების მართვა.
ხათუნა გოგალაძე და გია ცაგარეიშვილი ოფიციალური ვიზიტით გერმანიას ეწვევიან
03
მარ