დასავლეთ ჩინეთის პროვინცია უნანში, 5.5 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა დაფიქსირდა, რომელმაც 1,4 ათასი შენობა დაანგრია. ინფორმაცია მსხვერპლის შესახებ არ ვრცელდება, თუმცა 30 ადამიანმა მიიღო მძიმე ჭრილობები. ჩინეთის ამ დაზარალებულ პროვინციაში სულ 130 ათასი ადამიანი ცხოვრობს.
ამ წუთებისთვის მიმდინარეობას ჰუმანიტარული დახმარების ოპერაცია. პროვინციაში უკვე 6 ათასი კარავი დადგეს და მაცხოვრებლები თბილი ტანსაცმლით მოამარაგეს. აღსანიშნავია, რომ ბოლო ერთი კვირის განმავლობაში, ამ პროვინციაში თითქმის ყოველ დღე ფიქსირდებოდა მიწისძვრები.
მოამზადა ამალია ამბარცუმიანმა