RSS

კატების დღე :)

01 მარ

kata111111ჰმ, – გაიფიქრა კატამ, მათი საუბრის მოსმენის დროს, – ეს ქალი ძალიან ჭკვიანია, მაგრამ რა თქმა უნდა ჩემზე ჭკვიანი არ არის.
რ.კიპლინგი, “კატა, რომელიც თავისთვის დადიოდა”გაზაფხულის პირველ დღეს, ტრადიციულად რუსეთში კატის დღეს აღნიშნავენ. საინტერესოა, ის ფაქტი, რომ ბევრმა ერმა თავის მხრივ, ამ შინაურ მობინადრე ნაციონალურ დღეებს უძღვნის. მაგალითად, ამერიკის შეერთებულ შტატებში კატების ნაციონალური დღე 29 ოქტომბერია, პოლონეთში – 17 თებერვალი, ხოლო იაპონიაში – 22 თებერვალი. ამ ნაციონალურ დღეებს საფუძვლად დაედო, კატების საერთაშორისო დღე, რომელიც 8 აგვისტოს აღინიშნება.
ფელინოლოგიამ ( ლათ. felinus – კატა და ბერძ. logos – მეცნიერება) – მეცნიერება კატების შესახებ – ხაზი კატების სიჭკვიანეს გაუსვა. იმის მიუხედავად, რომ კატას ძაღლივით არ მოაქვს გადაგდებული ჯოხი, კატა “უბრალოდ არ თლის თავს ვალდებულად, რომ ადამიანის ბრძანებები შეასრულოს”. ბევრ კულტურაში, წამთ, რომ კატას რამდენიმე სიცოცხლე აქვს, მათ მიაჩნიათ, რომ კატის სიცოცხლის რიცხვი 9-ს უტოლდება. შინაური კატა, კატების ოჯახს მიეკუთნება, რომელშიც ორი ქვე “ოჯახი” არსებობს, 4 ჯიშის და 36 სახეობის. ცნობილია, რომ რუსეთში ორივე “ოჯახის”, 12 სახეობის კატები ბინადრობენ. ლამაზი ბეწვის გამო, კატები დიდი სავაჭრო ღირებულებით გამოირჩევიან. გარდა ამისა, ყველამ ვიცით, რომ კატა მავნე მღრღნელების ერთ-ერთი პირველი მებრძოლია. კატები იმდენად დიდხანს ცხოვრობენ ადამიანების გვერდით, რომ ისინი თავს მათ თანაბრად თვლიან. ამიტომ, მათთან წყნარი, ლაკონური საუბარია საჭირო, არასდროს არ უნდა მივმართოთ ბრძანების ტონით, კატა ამას არ მიიღებს, – აცხადებენ სპეციალისტები.

საინტერესოა, რომ მამალი კატები უფრო თბილები არიან, დედალი კატები – კაპრიზულები. ამ ლამაზ და მოხდენილ ცხოველებზე, კიდევ ბევრი საუბარი შეიძლება, ისინი ხომ თვით ვეფხვების და ლეოპარდების ახლო ნათესავები არიან, მაგრამ კატის პატრონი ყოველთის უფრო მეტს მოჰყვება მათზე, ვიდრე ჩვენ. ჩვენ, კი ყველა კატას ვუსურვებთ თბილ სახლს და მზრუნველ პატრონს.

ბელა არუთინოვი

 

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s