RSS

ამერიკელი მილიარდერი ასტრონავტ წყვილთა მარსზე გაგზავნას გეგმავს

01 Mar

marsiმარსზე პილოტირებულ ექსპედიციაში, რომელიც 2018 წლისთვისაა დაგეგმილი, მეწამე და პირველი კოსმოსური ტურისტი დენის ტიტო მეუღლეთა წყვილს მონაწილეობას სთავაზობს. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო „ფრანს-პრესი” ავრცელებს.„ეს ძალიან სიმბოლური იქნება, თუ კაცობრიობას მარსზე ქალი და მამაკაცი წარმოადგენენ” – განაცხადეს ფრენის ორგანიზატორის წარმომადგენლებმა. მათი თქმით, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს იმ ფაქტს, რომ მომავალი ასტრონავტები ოჯახური წყვილი იყვნენ. ამ შემთხვევაში, ისინი ერთმანეთს ემოციურ მხარდაჭერას გაუწევენ, მარსზე გაფრენის სირთულეების დროს.
2018 წელს მარსზე პილოტირებული ექსპედიციის გაგზავნის შესახებ დენის ტიტომ 21 თებერვალს განაცხადა. ფრენის ხანგრძლოვობა მარსამდე და უკან 501 დღეს შეადგენს. სხვა გარემოებები, რომელიც ფრენის ტექნიკურ მხარეს და მისი დაფინანსების წყაროებს ეხება, ასევე ეკიპაჟის შემადგენლობა, ჯერჯერობით, არ ხმაურდება. ექსპერტები ამ პროექტის ღირებულებას მინიმუმ მილიარდ დოლარად აფასებენ.
ამერიკელი მილიარდერი დენის ტიტო ისტორიაში პირველ კოსმოსურ ტურისტად ითვლება. 2001 წელს, მან ფრენისა და კოსმოსური სადგურზე რამდენიმე დღე-ღამის გატარებისათვის 20 მილიონი დოლარი გადაიხადა.

 

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s