ავსტრალიელი მულტიმილიონერი, კლივ პალმერი, ლაინერ “ტიტანიკის” ნახაზებს უკვე წარმოადგენს. მას სურს, რომ 2016 წელს “ტიტანიკის” ასლით, გადაკვეთოს ატლანტიკური ოკეანე. იგეგმება, რომ გემი თავის წინამორბედის ზუსტი ასლი იქნება. ლაინერის პირველი რეისი, 2016 წლის ბოლოს განხორციელდება და მისი მიმართულება საუთჰემფტონიდან ნიუ-იორკამდე იქნება. “ჩვენ მოგზაურობას დავასრულებთ. ჩავალთ ნიუ-იორკში იმ გემით, რომელიც იქ უნდა ჩასულიყო.” – განაცხადა პალმერმა. გემი “ტიტანიკი 2” , პირველი “ტიტანიკის” ზუსტ ასლს წარმოადგენს, მცირე ცვლილებები უმნიშვნელო სახის იქნება, მაგალითად: კონდიციონერები, პატარა საავადმყოფო და ვერტმფრენის დასაჯდომი ადგილი. პალმერმა, აგრეთე გამოთქვა სურვილი, რომ გემზე ინტერნეტი და ტელევიზორები არ იყოს. მისი თქმით, მგზავრები შეძლებენ თავიანთ სალონებში, მე-20 საუკუნის დასაწყისში არსებული ტანსაცმელი იპოვონ და მოირგონ, რათა წარმოსახვით უფრო დაუახლოვდნენ პირველ ლაინერს. ისევე როგორც, ძველ ტიტანიკზე, ახალზეც 3 კლასის სალონები იქნება განლაგებული. სპორტული დარბაზი და საცურაო აუზიც, 1912 წლის დიზაინის იდენტური იქნება, მაგრამ აღჭურვილი უახლესი ტექნოლოგიებით. ერთადერთი მნიშვნელოვანი ცვლილება, ახალ ლაინერზე, მისი უსაფრთხოების გაუმჯობესებაა. “ტიტანიკი”, რომლის ბორტზეც 2224 ადამიანი იმყოფებოდა, 1912 წლის 15 აპრილის ღამეს აისბერგს დაეჯახა. გემზე, მხოლოდ და მხოლოდ 16 სამაშველო ნავი იყო დამონტაჟებული, რაც ეკიპაჟის 1178 ადამიანის გადარჩენას ნიშნავდა. შეტაკების და სამაშველო ნავების უკმარისობის გამო, თითქმის 1500 ადამიანი გარდაიცვალა. ახალ ლაინერზე, რომელიც 2345 მგზავრს და 900 ეკიპაჟის წევრს დაიტევს, 2700 ადამიანზე გათვლილი და დამატებით 800 კაციანი სამაშველო ნავებია დამონტაჟებული. პალმერი, რომლის ქონებაც ჟურნალ “ფორბსის” თქმით, 795 მილიონ დოლარს შეადგენს, თავს მილიარდერათ თვლის, მაგრამ “ტიტანიკზე” დასახარჯ თანხას არ ამხელს. პალმერმა, თავის ქონება, სამთო მრეწველობის მეშვეობით, ჩინეთში ნახშირის და რკინის მადნის გადატანით გააკეთა. “ტიტანიკ 2”-ის მშენებლობა 2016 წლის ნახევარში, ჩინეთში დასრულდება. პალმერის თქმით, ლაინერის ბილეთებზე საკმაოდ მაღალი მოთხოვნილებაა, ბევრი მზად არის მილიონი დოლარიც გადაიხადოს, რათა ლაინერის პირველ რეისზე მოხვდეს, რომელიც ნიო-იორკის მიმართულებით განხორციელდება.
მოამზადა ბელა არუთინოვმა