„დღესდღებით მარსი, შეიძლება პოტენციური ადგილი იყოს ცხოვრებისათვის. დედამიწაზე, მსგავს გარემოში შესანიშნავად ცხოვრობენ ბაქტერიები,” – სწორედ, ასეთი დასკვნა გამოიტანეს მეცნიერება კომფერენციაზე, რომელიც კალიფორნიის უნივერსიტეტში ჩატარდა. დედამიწაზე ბაქტერიები, შეეგუვნენ ისეთ ადგილებში ცხოვრებას, როგორიცაა ანტარქტიდა და ჩილეს ატაკამას უდაბნო. მეცნიერების თქმით, სწორედ ასეთი პირობებია მარსზეც. ამის გარდა, დაკვირვებები გვიჩვენებს, რომ მარსზე შეიძლება იყოს წყალი თხევადი სახით, რომელიც კონცენტრირებულია მარილწყალში. გაზაფხულსა და ზაფხულში მარსის სამხრეთ ნახევარსფეროში კლდის ფერდობებზე ჩნდება მუქი შეფერილობის ზოლები, რომლებიც მეცნიერების ვარაუდით, შეიძლება მარილიანი წყლის ნაკადი იყოს. გარდა ამისა, მკვლევარები ვარაუდობენ, რომ როგორც ატაკამას უდაბნოში, მარსზეც დიდ ტემპერატურის გამო, ნიადაგში მყოფი მარილი თხევად სითხედ გარდაიქმნება.ფიზიკის და პლანეტების კვლევის ინსტიტუტის დირექტორის ალექსანდრე როდინის თქმით, „კითხვაზე არის თუ არა მარსზე სიცოცხლე ?! ამაზე გადაჭრით ვერავინ გიპასუხებთ. რა თქმა უნდა, ვარაუდით და მეცნიერული თვალსაზრისით, შესაძლებელია სიცოცხლე არსებობდეს მარსზე. თუმცა, ამის დამადასტურებელი დოკუმენტი ან ნებისმიერი მასალა უბარლოდ არ ასრებობს. ეს მხოლოდ ვარაუდია და მეტი არაფერი“.
ასტრონომიული ინსტიტუტის მთავარი მეცნიერის ვლადიმინ სურდინის თქმით, „თეორიულად, დამტკიცებულია, რომ მარსზე სიცოცხლე არსებობს. მაგალითად ბაქტერიები… მათ, არ შეუძლიათ იცხოვრონ წითელი პლანეტის ზედაპირზე, ისინი ცხოვრობენ გამოქვაბულებში, სადაც ტემპერატურა მეტად მაღალია. ბაქტერიებს, სიცოცხლისთვის, ჟანგბადი არ საჭიროებათ, მაგრამ რჩება ბოლო პირობა -ეს არის წყალი. მყარ მდგომარეობაში წყალი მარსზე არსებობს. პირველი, ეს არის პოლარული „ქუდები“, რომლებიც სულ დაფარულია თოვლით. ერთ მხარეს ეს არის ჟანგაბდით თოვლი СО2, ხოლო მეორე მყარეს მთლიანად გაყინული წყალი Н2О. მარსზე მუდამ არის ყინული, მაგრამ მთავარი კითხვაა არის თუ არა იქ წყალი თხევად მდგომარებაში, რომელზეც 100 %-ით არავის შეუძლია ზუსტი პასუხის გაცემა. მაგრამ მეცნიერები ფიქრობენ, რომ თუ მარსის შიგნით მაღალი ტემპერატურაა და სითბო, მაშინ სადმე იქნება წყალი თხევად მდგომარეობაშიც“.
არაპირდაპირი მტკიცებულებით, სიცოცხლე მარსზე ოდესღაც ნამდვილად იყო. ამის დასაზუსტებლად მეცნიერები იკვლევენ ანტარქტიდაში მარსიდან ჩამოვარდნილ მეტეორს, რომელზეც ბაქტერიების კვალი იყო დარჩენილი. მაგრამ კითხვა ისევ უცვლელია – არის მარსზე სიცოცხლე ? ან როდის გავიგებთ ამ კითხვაზე ზუსტ პასუხს. შეიძლება ამ პასუხის გაგებას ათეული წლებიც დასჭირდეს.
მოამზადა გიორგი ზედგინიძემ