RSS

გარემოს დაცვის მინისტრის ბრიფინგი

26 თებ

svaneTisken 001დღეს, გაიმართა გარემოს დაცვის მინისტრის ბრიფინგი, რომლის ფარგლებში წარმოდგენილი იქნა  ინფორმაცია ხუდონის ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობისა და ექსპლუატაციის გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშის განხილვაში საერთაშორისო ექსპერტების ჩართვის შესახებ. ბრიფინგში მონაწილეობდნენ გარემოს დაცვის მინისტრის პირველი მოადგილე ნინო შარაშიძე და ნიდერლანდების სამეფოს გარემოზე ზემოქმედების კომისიის (NCEA – Netherlands Commission on Environmental Assessment) დირექტორი არენდ კოლჰოფი.ხუდონის ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობის საკითხის აქტუალობიდან გამომდინარე, გარემოს დაცვის სამინისტრომ მიმართა ნიდერლანდების მთავრობას საექსპერტო მომსახურების უზრუნველყოფის თხოვნით.

სამინისტროს მიმართვის საფუძველზე ნიდერლანდების გარემოზე ზემოქმედების კომისია (NCEA – Netherlands Commission on Environmental Assessment) უზრუნველყოფს საერთაშორისო ექსპერტების ჩართვას ხუდონის ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობისა და ექსპლუატაციის გარემოზე ზემოქმედების შეფასების დოკუმენტის განხილვაში.  ექსპერტთა ჯგუფი ჩამოვა საქართველოში, ქართველ ექსპერტებთან ერთად საველე ვითარებაში დეტალურად შეისწავლიან საკითხს და შეიმუშავებენ შესაბამის რეკომენდაციებს.

Advertisements
 

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s