RSS

ეკონომიკა ეკოსისტემებისა და ბიომრავალფეროვნებისათვის

25 თებ

svaneTisken 004ხვალ, ჩატარდება პროექტის “ეკონომიკა ეკოსისტემებისა და ბიომრავალფეროვნებისათვის” (TEEB) სამუშაო შეხვედრა, რომელსაც გახსნის გარემოს დაცვის მინისტრი ხათუნა გოგალაძე. შეხვედრაში მონაწილეობას მიიღებენ აგრეთვე ბიომრავალფეროვნების დაცვის სამსახურის, ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდის კავკასიის ოფისისა (WWF) და გაეროს გარემოსდაცვითი პროგრამის (UNEP) წარმომადგენლები.“ეკონომიკა ეკოსისტემებისა და ბიომრავალფეროვნებისათვის” (TEEB) წარმოადგენს ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს საერთაშორისო ინიციატივას, რომელიც მიზნად ისახავს ბიომრავალფეროვნების გლობალურ ეკონომიკურ სარგებელზე ყურადღების გამახვილებას, ბიომრავალფეროვნების შემცირებითა და ეკოსისტემების დეგრადაციით გამოწვეულ დანაკარგებზე ხაზგასმას და პრაქტიკული ქმედებების განხორციელებისათვის მეცნიერების, ეკონომიკისა და პოლიტიკის სფეროთა ერთობლივ ძალისხმევას.

საქართველო გამოცხადებულია  აღნიშნული ინიციატივის საპილოტე ქვეყნად.

შეხვედრის მონაწილეები განიხილავენ გარემოს დაცვის სამინისტროს, ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდის კავკასიის ოფისისა (WWF) და გაეროს გარემოსდაცვითი პროგრამის (UNEP) მიერ ჩატარებული წინასწარი კვლევის შედეგებს, ხოლო დაინტერესებულ მხარეებს ექნებათ შესაძლებლობა, წარმოადგინონ შენიშვნები და წინადადებები დოკუმენტის სრულყოფის მიზნით.

(11:0სთსასტუმრო “ბეტსი“)

 

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s