საფრანგეთის რვა დეპარტამენტში, ე.წ. ნარინჯისფერი საგანგაშო მდგომარეობაა გამოცხადებული. დღეს, ნაციონალურმა მერეოროლოგიურმა სამსახურმა, “მეტეო-ფრანსმა”, ფანაცხადა, რომ სპეციალური უსაფრთხოების ზომები ორშაბათამდე გაგრძელდება. საგანგაშო მდგომარეობა, არიეჯის, ატლანტიკურ პერენეებში, გორონაში, ჯერში, ტარნში და ოდშია გამოცხადებული. გარდა ამისა, ფრანგმა მეტეოროლოგებმა, კორსიკაზე, დიდთოვლობის შესახებაც განაცხადეს. “დღეს, დიდთოვლობა პირინეებში არის მოსალოდნელი. მოსალოდნელია თოვლი, დაახლოებით 10-დან 20 სანტიმეტრამდე,” – განაცხადა “მეტეო-ფრანსმა”. სინოფტიკოსები მიიჩნევენ, რომ ამინდის გაუარესების შემთხვევაში, ვითარება გზებზე სახიფათო გახდება ავტომობილისტებისთვის. ისინი მიმართავენ მძღოლებს, თავი შეიკავონ გზებზე მოძრაობისაგან. “მეტეო-ფრანსმა” გააკეთა განცხადება, იმის შესახებ, რომ ტემპერატურა მთელ საფრანგეთში, 0-ზე დაბლაა დავარდნილი, ის დაახლოებით -2 გრადუსზე მერყეობს. უცნაურია, რომ თოვლი ჩვეულებისამებრ არ გადნა და პარიზის ქეჩებში, ახლაც ბევრი თოვლია. ამჟამად, საფრანგეთის დედაქალაქში ისევ თოვლს, ხოლო ტემპერატურა -1 გრადუსს არ აღემატება.
ბელა არუთინოვი
საფრანგეთის სამხრეთ-აღმოსავლეთში, დიდთოვლობის და ყინვის გამო, საგანგაშო რეჟიმია გამოცხადებული
24
თებ