RSS

ირლანდიური რვაასწლიანი მუხის ხე შესაძლოა ევროპის წლის ხედ აღიარონ

24 თებ

tye 1ირლანდიაში, გაზრდილი სამეფო მუხის ხე, რომლის წლოვანებაც 800 წელს აღწევს, შესაძლოა ევროპაში წლის ხედ აღიარონ. უკვე სამი წლის განმავლობაში, ევროპაში ღია ინტერნეტ-არჩევნები ტარდება, რომლის დროსაც ხმის მიმცემები აღიარებენ ევროპის წლის ხეს. ნომინანტის არჩევისას, მის ასაკს ყურადღებას ნაკლებად აქცევენ. მთავარი კრიტერიუმი, კანდიდატის როლია, ადგილობრივი მოსახლეობის სოცილაურ და კულტურულ ცხოვრებაში.

წელს, გამარჯვებული ხე პირველ მარტს გამოვლინდება. ” როგორც ტულარმორში დაბადებულ, პატარა ბიჭს,სამეფო მუხის ხის დანახვაზე, ყოველთვის აღფრთოვანება და შიში მეუფლებოდა. ბავშობაში, ამ ხესთან დაკავშირებულ ლეგენდას გვეყვებოდნენ. ლეგენდის თანახმად, იმ შემთხვევაში თუ ხე ტოტს დაკარგავდა, გრაფი ჩარვილოვი მოკვდებოდა. უძველესი წინასწარმეტყველება, ასრულდა, როდესაც პოლკოვნიკი ჩარლს ხატონ-ბერი, ცნობილი მკვლევერი გარდაიცვალა, მას შემდეგ რაც სამეფო მუხას მეხი დაეცა და ტოტი მოტყდა,” – ჰყვება ადგილობრივი მაცხოვრებელი ტომ როშე. კონკურსის სხვა მონაწილეები, არიან 200 წლიანი ხე, რომელიც ჩეხეთში იზრდება, პრეტენდენტები სლოვაკეთიდან, პოლონეთიდან და უნგრეთიდან, რომელთა ასაკიც 500 წელს აღწევს. ამ პრეტენდენტებმა, ოსმალეთის ომი გადაიტანეს.


ბელა არუთინოვი

 

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s