RSS

იავის დასავლეთში ვულკანი ტანგკუბან-პრაუ ისევ გააქტიურდა

24 თებ

vulkaniინდონეზიაში, პირველი ხარისხის (ყველაზე დაბალი) განგაშია გამოცხადებული. ვულკანოლოგიის ცენტრის უფროსის თქმით, ვულკანი ტანგკუბან-პრაუ, რომელიც იავას დასავლეთში, ქალაქ ბანდუგთან მდებარეობს, კვლავ ამოქმედდა. კრატერიდან, ვულკანის ფერფლი ამოიფრქვა. ინციდენტი, შაბათს მოხდა. “ალპინისტებს და ტურისტებს, დაჟინებით ვთხოვთ, რომ კრატერს 2 მეტრზე ახლოს არ მოუახლოვდნენ,” – დაამატა ვულკანოლოგმა.

ტანგკუბან-პრაუ, სიმაღლეში, ზღვის დონიდან 2084 მეტრს შეადგენს. ის ინდონეზიის მთავარი კუნძული იავას დასავლეთში მდებარეობს. კუნძულის მოსახლეობა, 160 მილიონ ადამიანს შეადგენს. ეს “ცეცხლის მთა”, ბოლოს 1983 წელს ამოქმედდა. საბედნიეროდ, მაშინ ამ ინციდენტს მსხვერპლი არ მოჰყოლია. წინა წლის სექტემბერში, ამ ვულკანის კრატერიდან ატმოსფეროში ტოქსიკური აირები ვრცელდებოდა, მაგრამ რამდენიმე კვირაში შეწყდა. “აღსანიშნავია, რომ ტანგკუბან-პრაუმ ამდენი წლის განმავლობაში, პირველად ამოუშვა ფერფლი და ამოქმედდა,” – აღნიშნა ვულკანოლოგმა სურონომ.

ბელა არუთინოვი

 

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s