RSS

ბიოლოგები გუამზე გველების შესამცირებლად მოწამლულ თაგვებს ჩამოყრიან

24 თებ
guamiბოლო წლების განმავლობაში, კუნძულ გუამზე მომრავლდა გველების რაოდენობა გაიზარდა. ახალშობილ მოწამლულ თაგვებს ვერტმფრენიდან გადმოჰყრიან, რათა გველების რაოდენობა შემცირდეს. თაგვებს შეუყვანენ, ქვეწარმავლებისთის ტოქსიკურ ნივთიერებას.
ამერიკელი ბიოლოგები ამ გეგმას, გაზაპხულზე განახორციელებენ. ქვეწარმავლების დიდმა რაოდენობამ, კუნძულ გუამის ეკოსისტემას დიდი საფრთხე შეუქმნა. ბოლო წლების განმავლობაში, წყნარი ოკეანის ტერიტორიაზე ქვეწარმავლების რაოდენობა გაიზარდა. მეცნიერების თქმით, გუამის კუნძულზე, ქვეწარმავლებმა ფრინველების დიდი რაოდენობა ამოწყვიტეს და გადაშენების პირას მიიყვანეს. მეცნიერები ეჭვობენ, რომ გველები სხვა ახლო მდებარე კუნძულებსაც შეესევიან. კერძოდ, კი ჰავაის კუნძულს, რომელიც გუამიდან 6.4 ათას კილომეტრშია. კუნძულ გუამზე, გველის ერთ-ერთი ყველაზე გავცელებული სახეობა “ყავისფერი ბოიგაა”. ყავისფერი ბოიგა გუამში, მე-20 საუკუნის 40-იან წლებში, ამერიკული ხომალდით “ჩამოვიდა”.
“თაგვებს შეუყვანენ, ანალგეტიკს აცეტომინოფენს, რომელიც ტოქსიკურია ქვეწარმავლებისთის, მაგრამ არაა საზიანო სხვა ცხოველებისთის,” – განაცხადა ბიოლოგმა, ჰავაის კვლევის ცენტრიდან, უილიამ პიტმა. მისი თქმით, თაგვების რაოდენობა დაახლოებით 2 ათასს შეადგენს. პროგრამის შედეგად, ბიოლოგები გააკონტროლებენ ქვეწარმავლების პოპულაციას. ოპერაცია, მარტის თვეში დაიწყება და აპრილამდე გასტანს. თაგვებს ჯუნგლებში გადაყრიან, რადგან გველების რაოდენობა იქ ყველაზე დიდია. ოპერაცია, “ანდერსენი”, ამერიკის სამხედრო ბაზის ტერიტორიიდან დაიწყება.
შეგახსენებთ, რომ გუამი, წყნარი ოკეანის დასავლეთში, კუნძულ მარიანას აუზში მდებარეობს. ის ამერიკის შეერთებული შტატების ნაწილია, თუმცა გუამის მაცხოვრებლებს არა აქვთ ხმის უფლება არჩევნებში. კუნძულის მესამედი ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო ბაზაა.
ბელა არუთინოვი
 

One response to “ბიოლოგები გუამზე გველების შესამცირებლად მოწამლულ თაგვებს ჩამოყრიან

  1. mzephoto

    24/02/2013 at 13:48

    vaimeeee cudad var :d

     

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s