RSS

ჰენფორდის ბირთვულ ობიექტზე ახალი გაჟონვა დაფიქსირდა

23 თებ

radiaqtiuliცოტა ხნის წინ, ფედერალურმა სამსახურებმა განაცხადეს, რომ ძველ ატომური სადგურის რეზერვუარში, რომელიც ვაშინგტონის შტატში მდებარეობს, მოხდა რადიოაქტიური ნარჩენების გაჟონვა, რომელიც გამოიწვია ტოქსიკური ნალექის რაოდენობის ვარდნამ. ეს კი ნიშნავს, რომ ნარჩენების რაოდენობა, ნორმას ბევრად აღემატება – მაღალრადიაქტიული ნარჩენების გაჟონვა 150-დან 300 გალონამდე წელიწადში. ეს არის გაჟონვის შესახებ პირველი ოფიციალური დადასტურება, 2005 წელს ჩატარებული სტაბილიზაციის პროგრამის შემდეგ. ამ პროგრამის თანახმად, განხორციელდა რადიოაქტიური ნარჩენებისაგან გაწმენდა 149 ერთკედლიანი რეზერვუარის, რომლებიც საფრთხეს წარმოადგენდა. ფედერალურ ხელისუფლება ეჭვობდა, რომ ობიექტების სიძველის გამო ნორმაზე მეტი ნარჩენი ვრცელდება, 1 მილიონ გალონს უდრის რამდენიმე წლის განმავლობაში. თუმცა, გაჟონვის ინციდენტმა, ეჭვქვეშ დააყენა ამ სტაბილიზაციის პროგრამის ეფექტურობა.

სახელმწიფო მოხელეები ახლა უკვე საუბრობენ გაზრდილ აქტუალობაზე, რათა მიიღონ გადაწვეტილება  53 მილიონი გალონის ნარჩენების შენახვაზე, რომლებიც ამჟამად ობიექტზეა და წარმოადგენდა მეორე მსოფლიო ომის შემდეგ წარმოებული ატომური ბომბის მასალებს. “ეს ძალიან საგანგაშო ამბავია, რომელიც არა მხოლოდ გაჟონვას უკავშირდება, არამედ მთლიანად ყველა იმ დროინდელ ერთკედლიან რეზერვუარს” – განაცხადა გუბერნატორმა, ჯეი ინსლიმ.

ხენფორდის ენერგეტიკის მინისტრის პრესცენტრის წარმომადგენლის ლორი გამაშის განცხადებით, ხელსაწყოებმა დააფიქსირეს რეზერვუარის მოცულობის დაწევა, თუმცა როცა შეამოწმეს მოწყობილობა, ნათელი გახდა, რომ რადიაქტიული ნარჩენების გაჟონვა ხდება.

ამის მიუხედავად, ხელისუფლების წარმომადგენლები, ამტკიცებენ, რომ გაჟონვა ადამიანთა ჯანმრთელობისთვის საფრთხეს არ წარმოადგენს. მათი თქმით, რადიოაქტიურ ნივთიერებებს ათობით წელიწადი დასჭირდება, რათა გრუნტის წყებს შეერიოს. ამჟამად, ამერიკის შეერთებული შტატების ენერგეტიკის სამინისტრო ინიციდენტის მიზეზებს არკვევს და მონიტორინგს აგრძელებს.

მოამზადა ბელა არუთინოვმა

 

 

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s