პარასკევს, 15 თებერვალს, ჩელიაბინსკში, ჩამოვარდა „ცეცხლოვანი ბურთი“. ამ ფაქტმა მსოფლიოს ყურადღება მიიპყრო. „ცეცხლოვანი ბურთის“ ჩამოვარდნის შემდეგ, წამოსულმა ძლიერმა მაგნიტურმა ტალღამ დააზიანა შენობები, ასევე დაშავდა ათასობით ადამიანი. ურალის ფედერალური ინსტიტუტის კველების შედეგად დაადგინეს, რომ მეტეორის ყველაზე მეტი ნამსხვრევი აღმოჩენილია მდინარე ჩებარკულთან. ექსპედიციის ხელმძღვანელის ვიკტორ გროხოვსკსი თქმით, მათ მიერ აღმოჩენილი ნამსხვრევების საერთო მასა დაახლოებით 1 კილომდე იქნება. ექსპედიციის დროს, სადაც აღმოჩენილი ნამსხვრევები დაახლოებით, 3 მილიმეტრამდე იყო, მოულოდნელად აღმოაჩინეს ყევლაზე დიდი ზომის ნამსხვრევი, რომლის მასა დაახლოებით ნახევარ კილომდეა.
მეტეოროლოგიური ინსტიტუტის დირექტორის მიხეილ ნაზაროვის თქმით, აღმოჩენილი ყველაზე დიდი ნამსხვრევი, აუცილებლად უნდა გადაეცეს მეტეოროლოგიის ინსტიტუტის საგამოფენო დარბაზს. მისივე განცხადებით, ამ დროისთვის მეტეორის ყველაზე დიდი ნამსხვრევის აღმომჩენს გადაეცემა საკმაოდ სოლიდური ფულადი ჯილდო.
მოამზადა გიორგი ზედგინიძემ