საქართველოს პარლამენტში დეპუტატმა დათო ლორთქიფანიძემ განაცხადა, რომ საქართველოში ინფრასტრუქტურის მიმართულებით სერიოზული პროექტების განხორციელება დაიწყო, კერძოდ, ქალაქ ვანში არქეოლოგიური მუზეუმის აღდგენა-რეკონსტრუქციისთვის 7 მილიონიანი პროექტი განხორციელდება.„ვანის არქეოლოგიური მუზეუმის რეკონსტრუქციისთვის გამოიყო 7 მილიონი, აქედან 2 მილიონი მოხმარდება მარტო ექსპონატების დარბაზს. ასევე დაზუსტდა ვანი-სულორის 5 კილომეტრიანი მონაკვეთის რეკონსტრუქციისა და აღდგენითი სამუშაოების შესრულების თარიღი. ქვეყნის ბიუჯეტიდან რეგიონების განვითარებისათვის თბილისისა და აჭარის გარდა, გამოიყო 200 მილიონი ლარი.” – განაცხადა დავით ლორთქიფანიძემ.
ვანის არქეოლოგიური მუზეუმის რეკონსტრუქცია კიდევე რთი ნაბიჯი იქნება საქართველოში ტურიზმის განვითარებისთვის.