დღეს, თბილისში სასტუმრო „თბილისი მარიოტში“ გაიმართა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ხელმოწერის ცერემონიალი ტურიზმის სფეროში არსებული სახელმწიფო და კერძო სექტორს შორის. აღნიშნულ მემორანდუმს სახელმწიფოს მხირდან ხელი მოაწერა ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველმა მოადგილემ დიმიტრი ქუმსიაშვილმა. „ტურიზმის მრჩეველთა საბჭოს შექმნის მიზანია ტურიზმის სფეროში არსებული გლობალური საკითხების განხილვა და ტურიზმის განვითარებისათვის სწორი მიმართულებების ჩამოყალიბების მიზნით შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავება, როგორც სახელმწიფო ასევე კერძო სექტორისათვის და მისი დანერგვის ხელშეწყობა” – განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განივთარების მინისტრის მოადგილემ დიმიტრი ქუმსიშვილმა.
აღნიშნული ორგანო შეიქმნა ტურიზმის ინდუსტრიაში მოღვაწე კერძო სექტორის წარმომადგენლების ინიციატივითა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთან და ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან ურთიერთთანამშრომლობით.
ტურიზმის მრჩეველთა საბჭოში ხმის უფლებით შედიან შემდეგი წარმომადგენლები: საქართველოს ტურიზმის ასოციაცია, საქართველოს შემომყვან ტურ-ოპერატორთა ასოციაცია, გიდების ასოციაცია, კერძო დასაქმების სააგენტოების ასოციაცია, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო და ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია.
გიორგი ზედგინიძე