RSS

საქართველოს გარემოს დაცვის მინისტრი გლობალურ გარემოსდაცვით ფორუმზე

20 თებ

tye2საქართველოს გარემოს დაცვის მინისტრი ხათუნა გოგალაძე იმყოფება ქ. ნაირობიში (კენია), სადაც ტარდება გაეროს გარემოსდაცვითი პროგრამის (UNEP) მმართველთა საბჭოს 27-ე სესია/ მინისტრთა გარემოსდაცვითი გლობალური  ფორუმი. ამ მნიშვნელოვან ღონისძიებაში მონაწილეობენ გარემოს დაცვის მინისტრები და მაღალი რანგის წარმომადგენლები, ასევე საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები მთელი მსოფლიოდან.მინისტრთა გარემოსდაცვითი გლობალური ფორუმის ფარგლებში ჩატარდა მინისტრთა მრგვალი მაგიდის დიალოგის ექვსი შეხვედრა. აქედან ერთ-ერთ მრგვალი მაგიდის დიალოგის სესიას თემაზე “გაეროს გარემოსდაცვითი პროგრამის წვლილი მდგრადი განვითარების მიზნების განსახორციელებაში” დღეს, 19 თებერვალს, თავმჯდომარეობდა ხათუნა გოგალაძე.


სესიაზე განიხილეს 2012 წელს გამართული მდგრადი განვითარების კონფერენციაზე (რიო+20) მიღებული  დოკუმენტები – “მომავალი, რომელიც გვინდა” და “მდგრადი მოხმარების და წარმოების პროგრამა”. შემდეგ დამსწრე მინისტრებს თხოვეს, გამოეხატათ თავიანთი მოსაზრებები და ხედვა რიო+20 კონფერენციაზე მიღებული დოკუმენტების განხორციელებასთან დაკავშირებით. განსაკუთრებით მნიშვნელოვნად ჩაითვალა მოსაზრებები, რომლებშიც გამოკვეთილი იყო აღნიშნულ საქმიანობაში გაეროს გარემოსდაცვითი პროგრამის სამომავლო როლი.

 

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s