აშშ-ს კოსმოსურმა სააგენტომ, მოულოდნელად გამოჩენილი მეტეორის შესახებ განცხადება გააკეთა. მათი თქმით, მეტეორის დაფიქსირება იყო რთული, მისი მცირე ზომის და მუქი ფერის გამო. ნასას ინფორმაციის თანახმად, სივრცეში ობიექტის აღმოჩენა, დამოკიდებულია მის ფერზე (რამდენად მბზინავია ობიექტი), ტელესკოპების მგრძნობიარობა არანაკლებ როლს თამაშობს. ობიექტის ხილვადობა დამოკიდებულია მის ფერზე, ზომაზე და იმ მანძილზე, რომელიც დედამიწისგან აშორებს.მეცნიერთა განმართებით, ჩელაბინსკის მეტეორს საკმაოდ მუქი ფერი ჰქონდა. ყველაზე ხელსაყრელ სიტუაციაშიც კი, მგრძნობიარე ტელესკოპით, მეტეორის შემჩნევა ვარდნამდე 2 საათით ადრე იქნებოდა შესაძლებელი. იმ შემთხვევაში, თუ მეცნიერები გამოიყენებდნენ 8 მეტრიან ტელესკოპს, რომლის მგრძნობელობას 27 ერთეულს შეადგენს. ამ შემტხვევაში, მეტეორის გამოჩენას 10 საათით ადრე დააფიქსირებდნენ. ეს კი მაცხოვრებლებს, საშუალებას მისცემდა მომზადებულიყვნენ. შეგახსენებთ, რომ მეტეორი, ჩელიაბინსკში 15 თებერვალს ჩამოვარდა. ნასას ინფორმაციით, მისი დიამეტრი 17 მეტრს შეადგენდა, ხოლო აფეთქების ენერგია 500 კილოტონას (ტროტილის ეკვივალენტში), მიაღწია. აფეთქების შედეგად, ათასზე მეტი ადამიანი დაშავდა.
მოამზადა ბელა არუთინოვმა