RSS

ასტეროიდი 2012 DA14 2046 წელს კვლავ მოუახლოვდება დედამიწას

20 თებ

asteroidiდედამიწის გრავიტაციამ, ასტეროიდის 2012 DA14 თავის ორბიტის შეცვლა გამოიწვია. ადრე, ის არანაირ კავშირში არ იყო დედამიწის ორბიტასთან, თუმცა 16 თებერვალს, ჩვენ პლანეტასთან 27,7 ათასი კმ დაახლოების შემდეგ, მდგომარეობა შეიცვალა. ამის შესახებ, პულკოვის ასტრონომიური ონსერვატორიის, დირექტორის მოადგილემ, ალექსანდრე დევიატკინმა განცხადება გააკეთა. ასტეროიდზე, მეცნიერებმა შეძლეს მათთვის საჭირო ინფორმაცია მიეღოთ. ამჟამად, მონაცემების ანალიზი მიმდინარეობს, რომელიც ამერიკის ცენტრს გადაეცემა. ცენტრში, სრული ინფორმაცია დაჯამდება, რომელიც ამ დღეს მოიპოვეს ასტრონომებმა მსოფლიოს მასშტაბით. “ასტრონომია – კოსმოპოლიტური მეცნიერებაა,” – განაცხადა დევიატკინმა. მანვე აღნიშა, რომ ასტრონომების ძალების გაერთიანება, პირველად, 1760-იან წლებში მოხდა. მაშინ, ასტრონომების ზედამხედველობის ქვეშ იმყოფებოდა პლანეტა ვენერა. ამ გაერთიანებული კვლევის შედეგად, მზის და დედამიწის შორის მანძილი დაადგინეს. დევიატკინი, აგრეთვე ცდილობს ურთიერთობა დაამყაროს სამხედროებთან, რათა უფრო ვრცელი ინფორმაცია ქონდეს დედამიწასთან მოძრავ სხვა უცხო სხეულებზე. ის თვლის, რომ საფრთხეს არ წარმოადგენენ ის სხეულები, რომლებიც გარკვეულ პერიოდში ბრუნდებიან. მონიტორინგი, ხშირად უნდა ტარდებოდეს, რათა უფრო ეფექტური იყოს მუშაობა. თუნდაც, მსოფლიოს 6-8 ადგილზე ერთდროულად. ეს ასტრონომებს საშუალებას მისცემს, რომ არც ერთი შესწავლის მხარე არ დაკარგონ და ცუდი ხილვადობის შემთხვევაშიც, სხვა მეცნიერის კადრები გამოიკვლიონ. დაახლოებით 2 საათის განმავლობაში, ასტრონომემი ტელესკოპით იკლვევენ ცას, რის შემდეგაც ადარებენ ერთმანეთს ყველა გაკეთებულ კვლევას სხვადასხვა ქვეყანაში. ტელესკოპებიას რაოდენობა თითო ქვეყანაში დაახლოებით 10 უნდა იყოს და მათი დიამეტრი მეტრზე ნაკლები არ უნდა იყოს. რაც უფრო მეტ მოძრავ ციურ სხეულს აღმოაჩენენ შედარებისას, მით უფრო ზუსტ მონაცემებს მოიპოვებენ. მეცნიერების დასკვნის საფუძველზე, შემდგომში, ასტეროიდი 2012 DA14 2046 წელს გაივლის დედამიწის მახლობლად, მაგრამ ეს მაინც უფრო შორი მანძილი იქნება (2 მილიონი კმ), ეხლანდელთან შედარებით.

თუმცა, არსებული მრავალი ასტეროიდიდან ყველაზე დიდ საფრთხეს დედამიწისათვის, აპოფიზი წარმოადგენს. მისი პირველი ვიზიტი დედამიწელებითვის 2029 წელს იქნება. თუმცა საფრთხეს მხოლოდ 2036 წელს უნდა ველოდოთ. “მანამდე ჩვენ რამეს მოვიფიქრებთ’, – განაცხადა ალექსანდრე დივიატკინმა.

მოამზადა ბელა არუთინოვმა

 

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s