
ამ დროს, ვეშაპები არიან ყველაზე მგრძნობიარე არსებები და ისინი არეგულირებენ ოკეანეების ბიოლოგიურ სტაბილურობას. ამიტომ, ვეშაპების და სხვა ზღვის ძუძუმწოვართა რიცხვის შემცირებას მივყავართ საზღვაო ეკოსისტემის ბალანსის დარღვევამდე. ნებისმიერი ვეშაპის და ზღვის ძუძუმწოვართა სახეობა არის განუმეორებელი და მათი გადაშენება დიდი დანაკარგია სამყაროსთვის.
მიუხედავად იმისა, რომ საერთაშორისო ვეშაპთა კომისია აქტიურად იცავს ვეშაპებს და ზღვის სხვა ბინადრებს, მსოფლიოში მაინც აქტიურად გრძელდება მათზე ნადირობა. მოსახლეობა მათზე ნადირობის გარდა, მათ გადაშენებას სხვადასხვა გზებით „უწყობს ხელს“ მაგალითად: ოკეანეების ნაბინძურებით ნაგვით და ნავთობით.
ასეთი ვითარების გამო, ცხოველთა დაცვის საერთაშორისო ორგანიზაცია მოსახლეობას მოუწოდებს გაანალიზონ თავიანთი ქმედებები და იფიქრონ პლანეტის მომავალზე. უამრავ ქვეყანაში არსებობს ზღვის ძუძუმწოვართა დამცველი კლუბები და ისინი ქმნიან სპეციალურ წყალსაცავებს, სადაც გადაშენების პირას მყოფ ზღვის ძუძუმწოვრებს უსაფრთხო გარემოში უშვებენ.
სპეციალურად ამ დღეს მთელ მსოფლიოში ვეშაპების დამცველები, ეკოლოგიური ჯგუფები, ატარებენ აქციებს ვეშაპთა და ზღვის ძუძუმწოვართა გადასარჩენად, მოსახლეობას აცნობენ ინფორმაციას თუ რა მდგომარეობაშია წყალქვეშა სამყარო.
მეცნიერები კვლევების თანახმად, ერთ-ერთი უძველესი ვეშაპის ჩონჩხი 26 მილიონი წლისაა. ლურჯი ვეშაპი – მსოფლიოში ყველაზე დიდი არსება, რომლის წონა 200 ტონაა.
მოამზადა გიორგი ზედგინიძემ