RSS

საზოგადოების ჩართულობა ყაზბეგის ჰესის მშენებლობისა და ექსპლუატაციის პროექტზე

19 თებ

dariali 007მდინარე ხდისწყალზე 6 მგვტ სიმძლავრის ყაზბეგი ჰესის მშენებლობისა და ექსპლუატაციის პროექტზე ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის გაცემის მიზნით, დაწყებულ ადმინისტრაციულ წარმოებაში დაინტერესებული საზოგადოების ჩართვის შესახებ გარემოს დაცვის სამინისტრო განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:გაცნობებთ, რომ მიმდინარე წლის 6 თებერვალს საქართველოს გარემოს დაცვის სამინისტროში ყაზბეგის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის მიღების მიზნით წარმოდგენილ იქნა შპს ,,ყაზბეგი ჰესის” მდ. ხდისწყალზე 6 მგვტ სიმძლავრის ყაზბეგი ჰესის მშენებლობისა და ექსპლუატაციის გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიში და თანდართული დოკუმენტაცია.

გამომდინარე იქიდან, რომ ყაზბეგის რაიონში ჰიდროელ-ექტროსადგურების მშენებლობასთან დაკავშირებით მიმდინარე პერიოდში გამოიკვეთა საზოგადოების მაღალი ინტერესი, ასევე იმის გათვალისწინებით, რომ განსახილველი საკითხი ეხება სახელმწიფო და საზოგადოებრივი ინტერესების ფართო წრეს, გარემოს დაცვის სამინისტროს მიერ მიზანშეწონილად იქნა მიჩნეული, ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის გაცემის ადმინისტრაციულ წარმოებაში ჩართოს გარემოსდაცვით საკითხებში აქტიურად ჩართული სხვადასხვა დაინტერესებული პირი თუ არასამთავრობო ორგანიზაცია.

საკითხით დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, მოგვაწოდოთ პროექტთან დაკავშირებით თქვენი წინადადებები მიმდინარე წლის მარტამდე, შემდეგ მისამართზე: თბილისიგულუას . N6,გარემოს დაცვის სამინისტროს ეკოლოგიური ექსპერტიზისა და ინსპექტირების დეპარტამენტიტელ.: +995 32 272-72-60; ელფოსტაt.sharashidze@moe.gov.ge

ტექნიკური რეზიუმეს და გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშის ნახვა შესაძლებელია შემდეგ ბმულზე:
http://moe.gov.ge/index.php?lang_id=GEO&sec_id=69&info_id=2170

 

 

 

 

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s