RSS

იქმნება ტურიზმის მრჩეველთა საბჭო

19 თებ
gvirilebiხვალ, 20 თებერვალს, 11:00 საათზე, ქ.თბილისში სასტუმრო „თბილისი მარიოტში“ გაიმართება ტურიზმის სფეროში არსებული სახელმწიფო და კერძო სექტორს შორის ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმის ხელმოწერის ცერემონიალი. რომლის საფუზველზეც პირველად საქართველოში იქმნება ტურიზმის მრჩეველთა საბჭო. აღნიშნულ მემორანდუმს სახელმწიფოს მხრიდან ხელს მოაწერს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველი მოადგილე დიმიტრი ქუმსიშვილი.აღნიშნული ორგანო იქმნება ტურიზმის ინდუსტრიაში მოღვაწე კერძო სექტორის წარმომადგენლების (ასოციაციების) ინიციატივითა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთან და ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან ურთიერთთანამშრომლობით.

ტურიზმის მრჩეველთა საბჭოს შექმნის მიზანია ტურიზმის სფეროში არსებული გლობალური საკითხების განხილვა და ტურიზმის განვითარებისათვის სწორი მიმართულებების ჩამოყალიბების მიზნით შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავება, როგორც სახელმწიფო ასე კერძო სექტორისათვის და მისი დანერგვის ხელშეწყობა.

ზემოხსენებული მიზნების განსახორციელებლად ტურიზმის მრჩეველთა საბჭოში ხმის უფლებით შედიან შემდეგი წარმომადგენლები: საქართველოს ტურიზმის ასოციაცია, საქართველოს შემომყვან ტურ-ოპერატორთა ასოციაცია, გიდების ასოციაცია, კერძო დასაქმების სააგენტოების ასოციაცია, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო და ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია.

 

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s