RSS

ჩებარკულის რაიონში, მეტეორის, დაახლოებით 50 ნამსხვრევი აღმოაჩინეს

18 თებ

meteori 003ურალის არქეოლოგებმა, ტბის მახლობლად, ჩებარკულის რაიონში, მეტეორის, დაახლოებით 50 ნამსხვრევი აღმოაჩინეს.

წინასწარი შეფასებით, ეს არის ჩვეულებრივი ქონდრიტი, რომელიც 10 % რკინას შეიცავს. აღმოჩენის შემდეგ, ბოლიდს, კანონიერი სახელი შეურჩიეს, რომლითაც ის, შესაძლოა საერთაშორისო კატალოგში შევიდეს.შეგახსენებთ, რომ მეტეორი 15 თებერვალს ჩამოვარდა. კვირა დღეს, ურალის მეცნიერებმა, მეტეორის ნამსხვრევები, ეკატერენბურგში გადაიტანეს. ექსპედიციის ხელმძღვანელის, რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის წევრის, ვიქტორ გროხოვსკის თქმით, მეტეორი ჩვეულებრივი ქონდრიტების კლასს მიეკუთვნება. ის 10 % რკინას შეიცავს. “ფაქტობრივად, დავასრულეთ შესწავლის პროცესი. ვადასტურებთ, რომ ჩვენს მიერ ნაპოვნი ნაწილაკები ბუნებით მეტეორის კლასს მიეკუთვნებიან. ვიპოვეთ და შევისწავლეთ, 53 ნაწილაკი, რის შედეგადაც დადგინდა მათი მეტეორთან კავშირი,” – განაცხადა გროხოვსკიმ. მისი თქმით, მეცნიერების ჯგუფი ყველგან არ იყო დაშვებული, იმის მიუხედავად, რომ წერილობითი ნებართვა ქონდათ, მხოლოდ მცირედის გაკეთება მოახერხეს.გროხოვსკიმ დაამატა, რომ საერთაშორისო კატალოგში შესაყვანად, ნატეხებს უფრო სრულყოფილი ქიმიური ანალი ჩაუტარდება. მეტეორი კატალოგში  სავარაუდოდ “ჩებარკულის” სახელით შევა, რადგან უახლოესი დასახლებული პუნქტი, ზუსტად ჩებარკულის ქალაქია. იმის გათვალისწინებით, რომ სახელის მინიჭებისთვის პროცედურების გავლა, საკმაოდ რთულია და დიდ დროს და ძალისხმევას მოითხოვს, შეიძლება 2-3 თვე დასჭირდეს. აღსანიშნავია, რომ მეტეორის პირველადი დაცემის ადგილი, ქალაქი სატკა, შემდგომ გაირკვა, რომ მეტეორის დავარდნის ადგილი ჩებარკულის ქალაქთან მახლობლად იყო. მეცნიერების თქმით, ორგანიზმის ზომა რამდენიმე მეტრს აღწევდა, წონა – 10 ტონას, ხოლო ენერგია – რამდენიმე კილოტონას. სხეული, ატმოსფეროში 15-20 კმ/სს შემოვიდა, დაიშალა 30-50 კმ სიმაღლეზე, რის შედეგადაც ძლიერი ნათება და აფეთქების ტალღა გამოიწვია. ამის შესახებ სამეცნიერო აკადემიიის საიტი იუწყება. ნამსხვრევების ძებნაში, მონაწილეობას არა მხოლოდ მეცნიერები, სამართალდამცავებიც იღებდნენ. ოპერაციაში, 20 ათასი მაშველი, 1372 პოლიციელი და 7200 შსს თანამშრომელი მონაწილეობდა. “მეტეორების ვარდნა რეგულარულად ხდება. მათი, ზომა საკმაოდ მცირეა. დიდი ზომების მეტეორები, საკმაოდ იშვიათად ვარდებიან დედამიწაზე. ბოლო ასეთი კატასტროფული ვარდა, ასი წლის წინ დაფიქსირდა.” – განაცხადა რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის წევრმა. “რადგან ჩვენ ვიმყოფებით ისეთ სივრცეში, სადაც ეს ფენომენი იშვიათი არაა. მეცნიერების თქმით, ეს შემთხვევა ახლო მომავალში, განმეორდება,” – აღნიშნა პოლკოვსის ობსერვატორიის მეცნიერმა, ტატიანა ბორისევიჩმა. შეგახსენებთ, რომ 15 თებერვალს ურალის რეგიონში მეტეორის ჩამოვარდნის გამო დაზარალებულების სიაში, ტუმენის, კურგანის, სვერდლოვის რეგიონები არიან. ჩელაბინსკში, აფეთქების შედეგად 4 ათასი შენობა დაზიანდა. დაზარალებულების რაოდენობა, 1,2 ათასი ადამიანი შეადგინა. მიყენებული ზარალის ოდენობა, მილიარდს შეადგენს. ნასამ, აფეთქების ძალა 500 კილოტონად, შეაფასა. ის 30-ჯერ აღემატებოდა ჰიროსიმას ატომური ბომბის აფეთქებას. 16 თებერვალს მყვინთავებმა ტბის კვლევა დაასრულეს, სადაც სავარაუდოდ, მეტეორი დაეცა, თუმცა მის კვალს ვერ მიაგნეს.

მოამზადა ბელა არუთინოვმა

 

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s