RSS

ლილოს დასახლებაში არსებული ნაგავსაყრელი თვითმფრინავებს საფრთხეს უქმნის

18 თებ

aeroportiთბილისის საერთაშორისო აეროპორტი თვითმფრინავების ჩამოვარდნის საფრთხის წინაშე დგას, – ამის შესახებ განცხადება “პრაიმტაიმის” პრესკლუბში დღევანდელ პრესკონფერენციაზე უფლებადამცველთა გაერთიანების თავმჯდომარემ ნიკოლოზ მჟავანაძემ გააკეთა.
მისი თქმით, ამის მიზეზი ლილოს დასახლებაში არსებული ღია ნაგავსაყრელია რომელზეც სხვადასხვა სახის ფრინველები ბინადრობენ.“ლილოს ნაგავსაყრელი, რომლის მშენებლობაც დაიწყო 2010 წელს და ეს სერიოზული პრობლემა ადგილობრივი მოსახლეობისათვის რადგანაც ამ აეროპორტით სარგებლობს დედაქალაქის მოსახლეობა, არსებობს იმის საფრთხე რომ თვითმფრინავი ჩამოვარდეს. ჩვენ გვაქვს სამოქალაქო ავიაციიდან მიღებული წერილი რომელშიც საუბარია იმაზე რომ თვითმფრინავზე შეჯახების დინამიკა არის მზარდი. გარდა ამისა „ტავ ჯორჯიადან” გვაქვს წერილი სადაც საუბარია იმაზე რომელ ბოინგს შეექმნათ ამის საფრთხე. ეს ეწინააღმდეგება “იკაოს” ნორმებს რომლის წევრიც არის საქართველო” , -აცხადებს მჟავანაძე და დასძენს რომ ლილოს დასახლებაში არსებული ღია ნაგავსაყრელის მსგავსი რამ აეროპორტიდან 17 კილომეტრის რადიუსში უნდა იყოს განლაგებული, ეს ნაგავსაყრელი კი თბილისის აეროპორტთან ახლოს მდებარეობს.

http://www.ghn.ge

 

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s