RSS

ჩელიაბინსკელებმა მეტეორის ხარჯზე ფულის შოვნა გადაწყვიტეს

17 თებ
meteori 002ამ დროისთვის, ჩელიაბინსკში, გრძელდება აღდგენითი სამუშაოები. საცხოვრებელ სახელბში, უკვე გამოცვალეს დაზიანებული ფანჯრები. ხვალიდან ფუნქციონირებას დაიწყებს ბაღები, სკოლები და უნივერსიტეტები. მეცნიერების თქმით, ტბა ჩებარკული, სადაც მეტეორი ჩავარდა, არ არის დაბინძურებული. მეტეორის ჩამოვარდნისას ჩელიაბინსკში 24 ათასი ფანჯარა დაიმსხვა. მინები და სხვა საჭირო ნივთები სხვადასხვა რეგიონებიდან შეაქვთ. მეტეორის ჩამოვარდნისას სკოლებში მოსწავლეები პანიკამ მოიცვა. ბავშვები ფანჯრებთან მივარდნენ ისინი ვერც წარმოიდგენდნენ, რომ ფანჯრები ჩაიმსხვრეოდა. ამის, შედეგად დაზიანდა ორი ბავშვი, რომლებიც ამ დრომდე საავადმყოფოში იმყოფებიან.
‘’ჩვენ ვერც წარმოვიდგენდით, რომ ცაზე ასეთი ნათების შემდეგ, ჩაიმსხვრეოდა ფანჯრები და მოხდებოდა ასეთი რამ,’’ –  განაცხადა ჩელიაბინსკის 43-ე სკოლის მოსწავლე მარიამმა.
ჩელიაბინსკსი აღმოსავლეთით მდებარე სოფლის მოსახლეობამ განაცხადა, რომ მეტეორის ჩამოვარდნის შედეგად, მათ სოფლეში ყველგან შავი ქვები ცვიოდა და გარშემო მეტალის ნარჩენებია.
‘’ბავშვებმა დილით თოვლში იპოვეს უცნაური მეტალის ნამსხვრევები და ქვები,’’ – აცხადებს სოფლის მცხოვრები სერგეი ტუნოვსკი.
სოფლებში მცხოვრები ბავშვები ამ ქვებს 500 რუბლად ყიდიან, ხოლო მოზრდილები კი გაცილებით დიდ ფასს ადებენ, დაახლოებით 1000 დოლარამდე. ინტერნეტში უამრავი მსურველი არის ვისაც ‘’ვარსკვლავური ქვების’’ შეძენა უნდა, ამის შემდეგ გააქტიურდნენ ‘’ვარსკვლავური ქვების’’ გამყიდველები, მაგრამ ექსპერტები ურჩევენ მოსახლეობას კარაგდ დაფიქრდნენ და შეამოწმონ ქვა ზუსტად მეტეორისგან წარმოშობილია თუ ჩვეულებრივი ქვაა, რათა მოტყუებულები არ დარჩნენ.
მოამზადა გიორგი ზედგინიძემ
 

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s