პარასკევს 15 თებერვალს, როგორც ‘’მეტეორზე მონადირეები’’ ვარაუდობდნენ, მეტეორის ჩამოვიარდნინდან, რამდენიმე წუთში გაჩდნენ ადამიანები, რომლებმაც ‘’ქვის წვიმისგან’’ ფულის გაკეთება მოინდომეს. მალევე დაიდო ინტერნეტში ამ ტიპის განცხადებები.
მაგალითად: ერთ-ერთი გამყიდველი ჩელიაბინსკში ჩამოვარდნილი მეტეორის ნატეხს 5000 რუბლად ყიდის, შემდეგი განცხადება შედარებით მოკრძალებულია, სადაც მეტეორის ქვაში 25 ათასს ითხოვენ. მეტეორის ჩამოვარდნიდან, რამდენიმე საათში ინტერნეტ ფორუმებზე გამოჩდნენ მეტეორის ნამსხვრევების ყიდვის მსურველებიც, თუმცა ექსპერტები მათ ურჩევდნენ, რომ რამდენიმე ათასად არ ეყიდათ ჩვეულებრივი ქვა მეტეორის ნამსხვრევის მაგივრად.
‘’მეტეორებზე მონადირე’’ დიმიტრი ნიჟნენკოს თქმით, იმ ადამიანების 90 % მა არც იცის რაში იხდიან ფულს და არასდროს ქონიათ შეხება მეტეორთან. ეს ‘’ვარსკვლავური ქვა’’ ჩვეულებირივ უბრალო ქვაა და მასში ამდენი თანხის გადახდა ნამდვილად არ ღირს.
‘’მეტეორზე მონადირეები’’ მოსახლეობას ურჩევენ ვიდრე შეიძენენ ამ ქვებს, დაელოდონ ექსპერტების კვლევის შედეგებს.
‘’ნამდვილი მეტეორის გამყიდველს უნდა გააჩნდეს სერთიფიკათი, სადაც აღწერილი იქნება მეტეორის ნატეხის ტიპი, მისი წონა, ჩამოვარდნის დრო და ზუსტი ჩამოვარდნის მიმსამართი,’’ – აცხადებს ‘’მეტეორებზე მონადირე’’ დიმიტრი ნიჟნენკო.
მოამზადა გიორგი ზეგდინიძემ