ინდოეთის საკურორტო შტატ გოაში, ხანსას საზღვაო-საჰაერო სამხედრო ბაზაზე განგაში გამოცხადდა. მას, შემდეგ, რაც გუშაგს თავს დაესხა ლეოპარდი.
ინდოეთის სამხედრო საზღვაო საჰაერო ძალების წარმომადგენელის თქმით, ლეოპარდმა შეძლო ბაზასთან ახლოს მისვლა, რომელიც განლაგებულია შტატის დედაქალაქ პანაჯიდან 40 კილომეტრის დაშოშორებით. ლეოპარდ თავს დაესხვა საგუშაგოს, რომელიც ასაფრენ ზოლთან ახლოს მდებარეობს. სატყეო დეპარტამენტის თანამშრომლებს დიდი ძალისხმევა დასჭირდათ ლეოპარდის დასაჭერად, მაგრამ ცხოველმა გაქცევა მოახერხა. დღის განმავლობაში, მტაცებელი ცხოველი, რამოდენიმეჯერ მიუახლოვდა სამხედრო ბაზას.
ინდოეთის ხანსას სამხედრო-საავიაციო ბაზაზე განლაგებულია რამდენიმე ესკადრილი, მათ შორის მიგ-29. ეს ბაზა სასწავლო ბაზად საზღვაო საავიაცო ძალების მფრინავებისთვისაც გამოიყენება.
მოამზადა გიორგი ზედგინიძემ