RSS

ჩელიაბინსკში მეტეორებმა ასობით ადამიანი დააზარალა

15 თებ

meteorebiრუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტრი ჩელიაბინკის ოლქში მეტეორის ჩამოვარდნის შედეგად დაზარალებულების შესახებ იუწყება. რეგიონის ხელისუფლების განცხადებით, უკვე მრავალრიცხოვანი მიმართვებია ტრამვებთან და დაზიანებებთან დაკავშირებით, თუმცა, მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

უწყების მონაცემებით, ძირითადი მასა დედამიწაზე ჩელიაბინკის ოლქში, რაიონულ ცენტრ სატკადან 80 კილომეტრში ჩამოვარდა. ინტერნეტის მომხმარებლები იუწყებიან, რომ ერთ-ერთი ჩამოვარდნილი მეტეორი ჩელიაბნკის თუთიის ქარხანას დაეცა, რომლის ნანგრევებშიც, შესაძლოა, დაზარალებულები იმყოფებიან. მცირე ხნით ადრე, გავრცელდა ხმები, რომ ჩელიაბინკის, ეკეტერინბურგის და ტიუმენის ცაზე გაურკვეველი აფეთქებები და ნათებები ხდებოდა.

რეგიონულმა ხელისუფლებამ უკვე დაადასტურა, რომ ჩელიაბინკში მეტეორების წვიმა დაფიქსირდა, რომელიც მეზობელ რეგიონებშიც კარგად შეიმჩნეოდა. ქალაქის ადმინისტრაცია მცხოვრებლებს აფრთხილებს, რომ დაბრუნდნენ სახლებში, ბავშვები დაცულ ადგილას გადაიყვანონ და არ ჩავარდნენ პანიკაში.

მეეტეორის ჩამოვარდნის შემდეგ ჩელიაბინსკის 470– მა მაცხოვრებელმა მიმართა დახმარებისთვის შესაბამის უწყებებს, 22 ჰოსპიტალიზირებულია, – განუცხადეს „Риа Новости“-ს რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტროში.

„დაზარალებულთა შორის 10 ბავშვია, თუმცა მათ სერიოზული ტრავმები არ მიუღიათ“,–განაცხადა საგანგებო სიტუაციების სამინისტროს თავმჯდომარემ, ვლადიმირ სტეპანოვმა.
შეგახსენებთ, რომ მეტეორიტული წვიმის შედეგად, ჩელიაბინსკის ოლქში, რამდენიმე ათეული სახლი დაზარალდა. 5 აფეთქების შედეგად, დაზარალებულთა რაოდენობა 500–ს აღემატება.

ცნობილია, რომ ამერიკის კოსმოსურმა სააგენტო „ნასამ” საფეხბურთო მოედნის ნახევრის ზომის ასტეროიდი დააფიქსირა, რომელმაცც დედამიწიდან 27,7 კილომეტრში ჩაიქროლა.

 

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s