RSS

მარსზე კარის სახელური “აღმოაჩინეს”

13 თებ

marsiმარსის ზედაპირზე ქვა იპოვეს, რომელზეც კარის სახელური იყო. მეცნიერთა გუნდი ამ ფაქტით ძალიან დაინტერესდა და ნასამ დეტალური ანგარიშების დახმარებით დასკვნა გამოაქვეყნა.
უცხოპლანეტელთა მოყვარულებს თავიდანვე გავუცრუებთ იმედს – კარის სახელური სრულიად ჩვეულებრივ ნივთს წარმოადგენს. ის ქარის ქროლვის შედეგად წარმოიქმნა – რბილი ქვა ქარმა და ქვიშამ გაანადურა, ხოლო მყარი ნარჩენი ზედაპირზე გამოვიდა. ის, რომ ამის შედეგად უჩვეული ნივთი წარმოიშვა – ეს უბრალო დამთხვევაა.ქარის შემთხვევაზე სხვა ქვებზეც დარჩენილი ქვიშაც მეტყველებს. მარსზე ბოლო ათი მილიონი წელია რაც არ ყოფილა ნარჩენები და გახსნილი წყაროები, მაგრამ მისი ატმოსფერო, მაინც წარმოშობს ქარსა და ქვიშის ქარიშხლებს. ამასთან, კვლევითმა თანამგზავრებმა სხვადასხვა ზომის მტვრის ნაწილაკები სხვადასხვა ადგილებში დააფიქსირეს რამდენიმე კილომეტრიანი სიმაღლის ტორნადოები. ქარის მიერ წამოღებული ქვიშა გამოჰყოფს საწყისი ქანების ინდივიდუალურ ნაწილაკებს, ამის შემდეგ უფრო მყარი ნაწილაკები ზედაპირზე გამოდის. ამასთანავე დიდ როლს თამაშობს მინერალების შეკუმშვა-გაფართოება დღისით სითბოს, ხოლო ღმაით სიცივის გამო – ამ პროცეს მექანიკური განიავება ეწოდება; ეს უკანასკნელი მთვარეზეც კი ხდება, სადაც საერთოდ არ არის გაზის გარსი.
მათთვის, ვისთვისაც ეს ახსნა-განმარტება არადამაჯერებლად ეჩვენება, შეგვიძლია უკეთესი მაგალითი მოვუყვანოთ Wikimedia Oke-ს მომხმარებლის ფოტოსურათი:
ეს თაღი- დედამიწის ეროზიის ერთ-ერთი მაგალითია. ადრე თუ გვიან ამ თაღის ერთი სვეტი მაინც ჩამოინგრევა. თუ სხვა სვეტის ქვა უფრო მეტად მყარი იქნება, ის თვითონვე გახდება ასეთივე „ სახელური“. უძველესი მარსელებისა და უცხო პლანეტელთა მონაწილეობის გარეშე.

მოამზადა ხატია გოგოხიამ

 

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s